რელიგია მუსულმანებსაც უყვართ იესო: 6 ფაქტი ისლამის შესახებ, რომელზეც აქამდე არაფერი გსმენიათ 2018, 6 იანვარი, 9:26 რელიგიური განმანათლებლობის წუთი.
შობა, როგორც ყველასთვის ცნობილია, ეძღვნება იესოს დაბადებას და მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული რეგლიგიური დღესასწაულია - წერს Vox. მაგრამ ბევრს ეჭვი ეპარება იმაში, რომ იესო ისლამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა მუსლიმანთა უმრავლესობა არ აღნიშნავს შობას. (მაგრამ გარკვეული რაოდენობა მაინც ნაწილობრივ აღნისნავს, კონკრეტულად ამერიკაში). არსებობს, რამდენიმე ფაქტი იმისა, რომ იესო მუსლიმებსაც უყვართ და პატივს სცემენ, რომელთა შესახებაც თქვენ შესაძლოა არაფერი გსმეიათ: 1. იესო, მარიამი და ანგელოზი გაბრიელი მოხსენიებულნი არიან ყურანში ( ისეევე, როგორც ადამი, ნოე, აბრაამი, მოსე და სხვა მრავალი ბიბლიური პერსონაჟი.) 2. მუსლიმებს სწამთ, რომ იესო ( „ისა" არაბულად) იყო წინასწარმეტყველი, შვილი დედა მარიამისა და დაბრუნდა დედამიწაზე იმიტომ, რომ აღედგინა სამართლიანობა და ჩაეხშო ბოროტება. ამ რწმენას ასევე იზიარებს მრავალი ქრისტიანიც. 3. წმინდა მარიამის საპატივსაცემოდ ყურანში არსებობს ერთი მთლიანი თავი, რომელიც მოიცავს ქალბატონის სახელს. უფრო მეტიც, მარიამი ქალის სახელით ერთადერთია მთელს ყურანში. „Study Quran"-ში აღნიშნულია, რომ "სხვა დანარჩენი ქალბატონები არიან მხოლოდ მეუღლეებისა და დედების სახით მოხსენიებულნი. ყურანში მარიამი უფრო ხშირად იხსენიება ვიდრე მთელი ახალი აღქმა. 4. როგორც ყველა სხვა წინასწარმეტყველი, მუჰამედის ჩათვლით, მუსულმანები "მშვიდობასთან" ასოცირებენ იესოს სახელსაც. 5. მუსულმანებს სწამთ, რომ იესო სასწაულებს ახდენდა და ყურანში აღწერილია მისი რამდენიმე სასწაული: უსინათლოთა განკურნების, კეთროვნების განკურნების, მკვდრეთით აღდგომის და თიხის ფრინველების გაცოცხლების. 6. ყურანში იესოს დაბადების ამბავთან ერთად მოთხრობილია მისი პირველი სასწაულის შესახებ, როდესაც მან იწინასწარმეტყველა მისი ღმრთის მსახურობა ასე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მუსულმანები მიიჩნევენ თუ არა იესოს ღვთის შვილად - ისინი კვლავ პატივს სცემენ მას, როგორც მნიშვნელოვან წინასწარმეტყველს. 878 11-ს მოსწონს
|