x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135703
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
"ჩემს შვილს საქართველოს წინააღმდეგ რამე აზრი რომ მოსვლოდა, ჩემი ხელით დავახრჩობდი..."
image


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცოტახნის წინ გამოაქვეყნა ვიდეო მასალები, სადაც აღწერილია, თუ, როგორ გადაადგილდებიან პანკისის ხეობასა და თბილისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირები, მათ შორის დაჭრილი პანკისელი ახალგაზრდა თემირლან მაჩალიკაშვილი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე.



აღნიშნულ ფაქტს მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა და მედიასთან ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გააკეთა.


"ასეთ დღეში ჩააგდეს ბავშვი და რაღაც ხომ უნდა თქვან. ბორზიევს და სხვა პირებს არ ვიცნობ, კავშირი არ გვქონდა შესაძლოა შემთხვევით ჰყავს ნანახი. შვილი თბილისში სასწავლებლად ჩამოვიყვანე, რათა მიეღო განათლება, ინგლისურის სწავლას აპირებდა და შეგუებოდა საზოგადოებას. შეგიძლიათ ლექტორებთან და მასწავლებლებთან გადაამოწმოთ. მას ქონდა საზოგადოების კომპლექსი. (რაც შეეხება რეკვიზიტებს) გვყავდა ახლობელი თურქეთში და ორჯერ გადმოურიცხა ას-ასი დოლარი, ასევე სიძე და და ჰყავს გერმანიაში, ისინიც ეხმარებოდნენ ერთადერთ ძმას. ეს ორი წლის წინ ხდებოდა. ჩემს შვილს საქართველოს წინააღმდეგ რამე აზრი რომ მოსვლოდა, ჩემი ხელით დავახრჩობდი" - განაცხადა ტელეკომპანია იმედთთან მალხაზ მაჩალიკაშვილმა.




შეგახსენებთ, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა, ხოლო თემირლან მაჩალიკაშვილი ამ დრომდე საავადმყოფოშია და სიკვდილს ებრძვის.

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0