სიახლეები ხველის, ბრონქიტისა და გაციების საწინააღმდეგო საშუალება! 2018, 5 იანვარი, 10:53
ჩვენ ყველამ ვიცით სტაფილოს სასარგებლო თვისებების შესახებ. იგი შეიცავს კაროტინს და სხვადასხვა ვიტამინებს, რომელიც იდეალურია თვალებისთვის და ჯანმრთელობისთვის. ეს ძვირფასი ბოსტნეული სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
მაგრამ რამდენიმე ადამიანმა თუ იცის რომ სტაფილო სასარგებლოა ხველის დროს, ისევე როგორც ბრონქიტისა და გაციებისას. ძლიერი ხველის დროს აუცილებელია თაფლისა და სტაფილოს ერთმანეთში შერევა. იდეალურია ასევე სტაფილოს წვენი რძესთან ერთად, მაგრამ ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ბრონქულ ასთმასთან. 1) შეურიეთ ერთმანეთს ერთი და იმავე რაოდენობით სტაფილოსა და თაფლის წვენები. ბავშვებისთვის რეკომენდირებულია 1 სუფრის კოვზი დღეში 5-ჯერ, მოზრდილებისთვის დოზა 5 სუფრის კოვზია დღეში. გამოყენებამდე აუცილებელია ნარევის შეთბობა. 2) შეურიეთ ერთმანეთს ორი სახის სტაფილოს წვენი, 1 ნაწილი თხევად თაფლთან ერთად და მეორე კი ლიმონის წვენთან ერთად შერეული. შეათბეთ ნარევი და მიიღეთ დღეში 4-ჯერ 1 სუფრის კოვზი. 3) შეურიეთ ერთმანეთს ახლად დაწურული სტაფილოს წვენი და რძე (1:1) გამოიყენეთ 1 სუფრის კოვზი 5-6-ჯერ დღეში. უკუჩვენებები: არ გამოიყენოთ თაფლი იმ შემთხვევაში თუ მის მიმართ ალერგიული ხართ. სტაფილო არაა რეკომენდირებული მათთვის ვისაც აწუხებს ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები 188 9-ს მოსწონს
|