x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს საბჭოთა კავშირში
image

სტატიაში გაეცნობით იმ გარემოებას, რომელიც ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე სუფევდა სსრკ-ში. ახალი ეპოქის თანამედროვე დღესასწაულში მრავალი ტრადიცია სწორედ ამ ეპოქაში გამოჩნდა, ამავე დროს იყო კლასიკური "საახალწლო მაგიდა", რომელსაც დღემდე ბევრი იყენებს.image

ყველაზე ემოციური იმ დროისთვის ნაძვის ხის მორთვა იყო, მთავარი კარგი ნაძვის ხის შერჩევა იყო, ახლა ყველაფერი ადვილია, მაგრამ იმ დროისთვის ეს ყველაფერი არც თუ ისე მარტივად ეჩვენებოდა მოსახლეობას. ნაძვის ხის და პროდუქტის მოძიება რამდენიმე თვით ადრე უნდა დაგეგმილიყო, ასევე უნდა მოფიქრებულიყო ისეთი საჩუქრები, რომლებიც თითოეული ოჯახის წევრსა და მეგობარს გამოადგებოდა და მისი დანახვა გაეხარდებოდა.image

ეს ახლა ცოტას თუ ახსოვს, მაგრამ ფაქტობრივად საახალწლო ზეიმი სსრკ-ში მხოლოდ ომის შემდგომ დაიშვა, 1947 წლის 1 იანვრიდან დღესასწაული ოფიციალურად შევიდა დღესასწაულთა სიაშია. აქამდე იგულისხმებოდა ის, რომ ნაძვის ხეს მხოლოდ "ბურჟუაზიელები" იყენებდნენ.image

საახალწლო სუფრა და დეფიციტიimage


საბჭოთა მოქალაქეები საახალწლო მზადებას რამდენიმე კვირით ადრე იწყებდენენ. ახალ წელს პროდუქტები დეფიციტური იყო. ახალი წლის მაგიდა ასე გამოიყურებოდა: ბულგარული მწვანე ბარდა, ბალტიის კონსერვი „შპროტი", ძეხვი, აფხაზური მანდარინი და აუცილებლად მაიონეზი, სასმელებში - საბჭოთა შამპანური.image


სხვა კარგ მანერებად განიხილება შეძენილი ნამცხვრები და ტკბილეული - ყველაზე ხშირად სახლში მომზადებული მარგარინიანი ნამცხვარი იყო, ბევრ ცხიმთან და კრემთან ერთად.image

ეს კადრი ტორტის რიგშია გადაღებული - სურათში ჩანს რამდენიმე ბედნიერი მყიდველი, რომელბიც პატიოსნად დგანან რიგში და ელოდებიან საკუთარ რიგს.image

შებოლილ ძეხვზეც არანაკლები მოთხოვნდა იყო - ამ ძეხვს დიდი პოპულარობა ჰქონდა მოპოვებული. ის ნამდვილი ხორცის პროდუქტებით იყო დამზადებული და სადღესასწაულო მაგიდაზე აცულებლად უნდა ყოფილიყო.image
დესერტად - ტორტი, მანდარინი, კანფეტები. სასმელი - საბჭოთა შამპანური, არაყი და წითელი ღვინო. სურვილისამებრ შესაძლოა ყოფილიყო, შემწვარი ქათმის ხორცი, კარტოფილი და მოხარშული ღორის ხორცი. მაგიდასთან ასევე იყო ძალიან ბევრი პური, როგორც შავი ასევე თეთრი.


სტუმრები და საჩუქრებიimage

საბჭოთა კავშირში სტუმრად მისვლა დიდი პატივი და სასიამოვნო პროცესი იყო. ვიზიტი მასპინძელ ოჯახში ძირითადად საუკეთესო მხარის გამოსაჩენად იყო - მამაკაცი ყოველთვის პიჯაკში და პერანგში იყო გამოწყობილი, ქალები კი სპეციალურად ამ დღისთვის სალონში დადიოდნენ - საპარიკმახეროები საახალწლო დღეებში საგანგებო მუშაობის რეჟიმში იყვნენ.image


რა ითვლებოდა ყველაზე კარგ საჩუქრად ახალ წელს? ახალი წლის კარგ საჩუქრად შეიძლება ჩათვლილიყო შეძენილი ნამცხვარი, ხილი ან რაიმე სახის ღვინო. ასევე მანდარინი, ჩაი ან პატარა ყუთი კანფეტი.image

თუ გსურდათ, რომ გეჩუქებინათ რაიმე უფრო სერიოზული, მაშინ არ უნდა აჩქარებულიყავით - უნდა შეგეძინათ ერთი ქილა კონსერვირებული კარგი წითელი ან შავი ხიზილალა, კარგი ჩაი ან მწირი პარფიუმერიული პროდუქტი.image

გახსოვთ ვინმეს, როგორ აღნიშნავდნენ საბჭოთა კავშირში ახალ წელს? ადრე უფრო საინტერესო იყო თუ ახლა? იქნებ რაიმე საინტერესო ამბავი გაიხსენოთ ამის შესახებ?

7
579
9-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
579
  
2018, 4 იანვარი, 9:58
არც საბჭოთა პერიოდში და არც ახლა რუსი ქალი საახალწლოდ სამზარეულოში არ ,,კვდებოდა,, როგორც ქართველი... მახსოვს ჩემი დის გაოცებული სახე, მოსკოვში მეგობარ ოჯახში სტუმრობისას, პატარა იყო და დედაჩემს უყვებოდა, სუფრაზე ძეხვი, თევზის კონსერვი, შავი პური, შამპანური და კამფეტები იდოო))) მერე მამაჩემს მიურთმევია ტორტი და ყვავილები,რასაც დიასახლისის სიხარულის ცრემლები მოჰყოლია))))... ჩემი საბჭოთა ახალი წელი კი შუშის ულამაზეს სათამაშოებთან, ათასნაირ ,,წვიმებთან,, უგემრიელეს ტკბილეულთან და დედაჩემის ხელებზე ნიგვზისა და თაფლის სუნთან ასოცირდება(((
2018, 3 იანვარი, 19:59
გასაგებია
2018, 3 იანვარი, 19:56
კი, ახლაცაა ლამაზები, მინის სატამაშოები. "სუპერში" იყიდება. ნორმალური 6-10 ლაარი ღირს. :)
2018, 3 იანვარი, 19:53
ჰოო დამავიწყდა მაშინ ძალაინ ძალიან ლამაზი სათამაშოები იყიდებოდა....ნაძვის ხისთვის უბრალოდ ზღაპრული იყო ახლა ძალიან გაუბრალოებულია და უღიმღამო,არ ვიცი შეიძლება ახლაც იყიდება სადმე მსგავსი საშამაშოები და ძვირი ღირს
2018, 3 იანვარი, 19:51
აქ უფრო რუსეთზეა ლაპარაკი, ჩემი აზრით. საქართველოში სულ სხვაგვარად იყო ყველაფერი: საქართველოში არც ხიზილალას ჩუქნიდნენ ახალ წელს და არც მით უმეტეს-ჩაის. არა მგონია, საქართველოში შპროტი ან ძეხვი გენახათ საახალწლო მაგიდაზე, ყველაზე ღარიბ ოჯახშიც კი.
2018, 3 იანვარი, 19:45
მახსოვრობით როგორ არ მახსოვს მაგ ეპოქიდან მოვდივარ...განსხვავება დიდი არაფერია..უფრო სწორად ფაქტობრივად არაფერი..იგივე სუფრა იგივე კერძები,იგივე მეკველობა..იგივე თხლაპუშკების სროლა..იგივე რაც ახლაა ტელევიზორში(ისევ ძველ ფილმებზე აქცენტები გაკეთებული)..ერთადერთი განსავხეება მაშინ თოვლის პაპა იყო ბატონო..ახლა სანტა -კლაუსია..სუფთა კლოუნი პირდაპირ ამას ვიტყოდი,,ცოტა უფრო უხეშად რომ არ გამომივიდეს..ჰოოო კიდევ ახლა სამოსით შეგებება ახლაცააა მიღებული
2018, 3 იანვარი, 18:18
ძალიან კარგად მახსოვს საბჭოური ახალი წელი, არც საკვების დეფიციტი იყო და პიჯაკებში გამოწყობასაც არავინ გაიძულებდათ :)) რიგები სურსათსა და პურზე კი მხოლოდ კუპონების დროს იყო და მადლობა ღმერთს, რომ მალე მოაშორეს ეგ ვალუტა.
0 1 7