საზოგადოება ევთანაზია - მკვლელობა თუ ჰუმანურობა 2012, 5 აპრილი, 5:47 ევთანაზია ( მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით ) ბერძნული სიტყვაა და შედგება ორი ნაწილისაგან, - ''ეუ'' ნისნავს კარგს, ''თანატოს'' სიკვდილს. ევთანაზია ნიშნავს სასიკვდილო სენით დაავადებული, ავადმყოფობის უკანასკნელ სტადიაზე მყოფი პაციენტებისათვის სიცოცხლის განზრახ მოსწრაფებას, ავადმყოფობით გამოწვეული ძლიერი ტკივილებისა და ტანჯვისგან განთავისუფლების მიზნით. ევთანაზიის ორი სახე არსებობს : პასიური და აქტიური. აქტიური ევთანაზიის დროს, უკურნებადი დაავადების ტერმინალურ სტადიაზე მყოფი ავადმყოფის მიმართ გამოიყენება ისეთი პრეპარატი, რომელიც აჩქარებს სიკვდილს, პასიური ევთანაზიის დროს კი წყდება დამხმარე თერაპია XX საუკუნის პირველ ნახევარში ნაცისტურ გერმანიაში ევთანაზია ხორციელდებოდა მასობრივი მასშტაბით იმათ წინააღმდეგ, ვინც იმ დროისთვის "ეკონომიკურ ტვირთს" წარმოადგენდა, მეცნიერები და ექიმები იმ დროისთვის ე.წ. "რასობრივი ჰიგიენის" პროპაგანდას ეწეოდნენ. მათი გავლენით ჰიტლერმა გამოსცა ბრძანება იმ ბავშვების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც დაავადებულნი იყვნენ ''მონღოლოიდურობით'', ჰიდროცეფალიით, ცერებრალური დამბლით და სხვა სიმახინჯეებით. ამ კატეგორიას უკეთებდნენ ევთანაზიას ფენობარბიტალის ჭარბი დოზის შეყვანით. ევთანაზია იყო საშულება ''საზოგადოებისათვის ზედმეტი ტვირთის მოსაცილებლად''. სწორედ აღნიშნულზე დაყრდნობით, ევროპის უმეტესი ქვეყანა ერიდება მის ლეგალიზებას, რათა არ მოხდეს ევთანაზიის ბოროტად გამოყენება. პასიური ევთანაზია ლეგალიზებულია. ექიმებს შორის დამკვიდრებულია აზრი, რომ თუკი პაციენტის სიცოცხლე აპარატის გარეშე შეუძლებელია, შესაძლებელია მისი გამორთვა, რადგნაც ხდება უკვე არა პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნება, არამედ სიკვდილის გაჭიანურება. რაც შეეხება აქტიურ ევთანაზიას, იგივე ''ტკივილის მომხსნელ ნემსს'' მასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი არსებობს. სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა აღნიშნულ საკითხს სხვადასხვაგვარად აგვარებს. ქვეყანათა ერთი ჯგუფი ევთანაზიის ლეგალიზებას ახდენს, მეორე მას ჩვეულებრივ, მარტივ მკვლელობად განიხილავს, ხოლო მესამე ჯგუფი დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემობად მიიჩნევს. საქართველოში პასიუნი ევთანაზია დაშვებულია - საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს წერილობით გამოხატოს ნება უგონო მდგომარებაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმაციო სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ჩატარების შესახებ, თუ ეს გარემოებები გამოწვეულია დაავადების ტერმინალური სტადიით .’’, რაც შეეხება აქტიურ ევთანაზიას, იგი დანაშაულად ითვლება, თუმცა პრივილეგირებულ დანაშაულთა ჯგუფს მიეკუთნება და დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემობად არის აღიარებული. თუმცა იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლით ( მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით) აუცილებელია არსებობდეს რამდენიმე პირობა : 1) მსხვერპლის მოთოხვნა უნდა იყოს არაერთჯერადი, იგი დაჟინებით უნდა ''ითხოვდეს სიკვდილს'', ეს უნდა იყოს მისი ნება და მოთხოვნის დროს იგი უნდა იმყოფებოდეს საღ ჭკუაზე, და შეეძლოს გადაწყვეტილების ნათელი გონებით მიღება 2) ეს უნდა მოხდეს მხოლოდ მხოლოდ მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზნით როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აქტიურ ევთანაზიას მრავალი მოწინააღმდეგე ყავს, რომელთაც საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტები მოყავთ თავიანთი პოზიციის გასამტკიცებლად: ერთის მხრივ გამორიცხული არაა ადგილი ქონდეს შეცდომას დიაგნოზში, მედიცინა დღითიდღე ვითარდება და გამორიცხული არ არის დღეს უკურნებადი დაავადება ხვალ განურნებადი გახდეს, და შემი აზრით ყველა მთავარი არგუმენტი - ევთანაზია შეუთავსებელია ექიმის პროფესიულ და საზოგადოებრივ ფუნქციასთან, იმ ნდობის ატმოსფეროსთან, რომელიც უნდა სუფევდეს ექიმსა და პაციენტს შორის. აქვე უნდა აღინიშნოს ფილოსოფიური, რელიგიური, სამედიცინო და ეთიკური ასპექტები ევთანაზიასთან დაკავშირებით . 1) რელიგიური ასპექტით ევთანაზიის დაკანონებას ეწინააღმდეგება ეკლესია. ადამიანი ღვთის ქმნილებაა და ამქვეყნიური განსაცდელით მისი ნებითაა მოვლენილი, რომელითაც უფალი ჯოჯოხეთისაგან იხსნის მათ, ჩვენ კი მომაკვდავის მოკვლით მას ჯოჯოხეთისთვის ვიმეტებთ 2) ფილოსოფიური ასპექტით თუკი ადამინს აქვს სიცოცხლის უფლება, რატომ ვაკისრებთ მას სიცოცხლის ვალდებულებას და რატომ არ უნდა ქონდეს მას სიკვდილის უფლება? 3) სამართლებრივი ასპექტით, კანონი იცავს ადამიანს დაბადებიდან ბიოლოგიურ სიკვდილამდე. როცა ვკრძალავთ ევთანაზიას, ამით ჩვენ პაციენტს სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ თუ სიკვდილს ვუჭიანურებთ? და 4) სამერიცინო ასპექტი . - არღვევს თუ არა ექიმი ჰიპოკრტეს ფიცს როცა ის ასრულებს პაცინტის ნებას? უნდა ეცადოს თუ არა ექიმი პაციენტის გადარჩენას ბოლო წუთამდე? რამოდენიმე წლის უკან სასამართლოს ( ზუსტად არ მახსოვს რომელს) მიმართა ერთმა ქალბატონმა, მას უნდოდა რომ ქმარს იგი მოეკლ, რადგან ავადმოფი იყო და სრულიერად პარალიზებული ტკივილებით იტანჯებოდა. იგი ითხოვდა რომ მისი მეუღლე არ გაესამართლებინათ, რადგან ეს მისი თხოვნა იყო, თუმცა სასამართლომ ქალის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სამწუხაროდ ჩვენ, უბრალო ადამინებს ხსირად გვიწევს ახლობელი თუ სრულიად უცნობი ადამინების ტანჯვის ყურება, ჩვენ ვუთანაგრძნობთ მათ, გვესმით მათი თუმცა წარმოუდგნელია ჯანმრთელი თვალით შეხედო მომაკვდავ ადამინას, და გესმოდეს თუ რას ნიშნავს მისთვის, როცა ყოველი დღე უბრალოდ ახალი ტანჯვის დასაწყია. ეს არიან ის ავადმყოფები, რომლებსაც წარმოუდგენლად ძლიერი ტკივილები აწუხებთ, უკურნებელი სენით დაავადებულები რომლებიც საწოლს მიჯაჭვულნი ყოველდღე სიკვდილს ნატრულობენ. თუმცა სწორედ აქ ჩნდება ის კითხვები, რომელზე პასუხის გაცემაც ძალიან რთულია. რატომ არ შეიძლება ადამინს ქონდეს სიკვდილის უფლება? რატომ ვაიძულებთ ჩვენ მას ითმინოს გაუსაძლისი ტკივილები როცა ჩვენ შეგვიძლია მისგან გავათავისუფლოთ? ვინ აიღებს საკუთარ თავზე სასიკვდილო ინექციის გაკეთებას? მივალთ კი ჩვენ ექიმთან რომელსაც ევთანაზიით ოცამდე პაციენტი მაინც ყავს მოკლული? გამოიწვევს თუ არა ევთანაზიის ლეგალიზება განუკურნებელი სენის განსაკურნავათ ახალი გზების ძიების შეჩერებას? იგუსლიხმება თუ არა კონსტიტუციით გარანტირებულ სიცოხლის უფლებაში მასზე უარის თქმის უფლება? სად გადის ზღვარი ჰუმანურობასა და მკვლელობას შორის? და ბოლოს, შევეშვათ ექიმებს და სავადმყოფოებს, თავი დავანებოთ აპარატს მიჯაჭვულ პაციენტებს. აქვს თუ არა უფლება ჯარისკავს, მოკლას ბრძოლის ველზე სასიკვდილოთ დაჭრილი მეგობარი, რომელიც აუტანელი ტკივილებისგან გატანჟული სიკვდილს ითხოვს? თუ ჩვენ მას ამის უფლებას კანონით მივანიჭებთ, ხომ არ მოხდება ნორმის ბოროტად გამოყენება კონკრეტულ სიტუაციებში? ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასკვნის სახით მაინც შეიძლება ითქვას რომ საქართველომ სწორი არჩევანი გააკეთა. ევთანაზიის ლეგალიზება გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული, თუმცა დაუშვებელია მისი ჩვეულებრივი მკვლელობათ განხილვაც, თავად მისი არსიდან გამომდინარე. “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოში კანონის 151-ე მუხლის თანახმად“სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან ამ უკანასკნელში მონაწილეობის მიღება”. ხოლო სსსკ-ის 110-ე მუხლის თანახმად, მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან 5 წლამდე 5821 4-ს მოსწონს
|