ნარკვევები შაოლინის ტაძრის სიბრძნე 2012, 21 ივნისი, 22:50 ტიბეტის ზეგანზე მდებარე შაოლინის ტაძარი საკმაოდ ცნობილია თავისი უცნაურობებით, სიბრძნეებით და საოცარი შესაძლებლობების მქონე ბერებით. შაოლინის ბერების წინასწარმეტყველებები და სიბრძნეები მსოფლიოშია ცნობილი, მაგრამ ახლახანს გაირკვა კიდევ ერთი სიბრძნე, რომელიც შაოლინის ტაძრის შესასვლელთან ამოტვიფრულია დიდ ლოდზე და მისი წაკითხვა მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი. იქ იმდენად საოცარი სიბრძნე აღმოაჩინეს, რომელსაც ყველა ბერი ქადაგებდა შეუცნობლად და თითქმის ყველა სარწმუნოების წარმომადგენელი იზიარებს. შაოლინის ტაძრის თავზე ასეთი სიბრძნე წერია: "ადამიანმა სხვისი ბუნების შეცნობისკენ კი არა საკუთარი თავის შეცნობისკენ უნდა ისწრაფვოს. ვინც სხვების ბუნებას შეიცნობს ბრძენია და ვინც საკუთარ თავს შეიცნობს გასხივოსნებული". ამას ქადაგებდა ბუდაც: "იარეთ იმ გზით, რომელიც გასხივოსნებამდე მიგიყვანთ". მგონი დიდი სიბრძნეა ამ სიტყვებში და წესით ყველა ადამიანი უნდა ეცადოს ამ სიბრძნეს ჩაწვდეს. 310 12-ს მოსწონს
|