მსოფლიო ოსმალეთი და ევროპეიზაცია 2017, 30 დეკემბერი, 20:17 ოსმალეთის მიერ ევროპეიზაციისკენ გადადგმული პირველი და ღია ნაბიჯი დაკავშირებულია სულთან აჰმედ მესამის (1703-1730წწ) სახელთან. მისი მმართველობის პერიოდს "ტიტების ეპოქასაც" უწოდებენ. ამ დროს დაარსდა სტამბა (1727წ), დაიბეჭდა პირველი წიგნი (1729წ), შეიქმნა ქაღალდისა და ნაჭრის ფაბრიკები. იმის გამო, რომ ოსმალეთი წარმოადგენდა ექსპანსიონისტურ სახელმწიფოს და გამუდმებით აწარმოებდა დაპყრობით ომებს მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ სელიმმა რეფორმების გატარება სამხედრო სფეროთი დაიწყო: ჯერ-კიდევ 1735 წელს შეიქმნა მეზარბაზნეთა სკოლა (ულუფელი ჰუმბარაჯი ოჯაი). ეს სკოლა დააარსა ჰუმბარაჯი აჰმედ ფაშამ, რომელიც იყო ოსმალეთს შეფარებული ფრანგი სამხედრო (ნამდვილი სახელია კომტე დე ბონნევალ). აქ ასწავლიდნენ გეომეტრიას, ტრიგონომეტრიას, ბალისტიკასა და ხაზვას. 1793 წელს დაარსდა საინჟინრო სკოლა (მუჰენდისჰანე-ი ჯედიდე), აქ ამზადებდნენ მეზარბაზნეებს, მესანგრეებსა და მეთოფეებს. სკოლაში ასწავლიდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საფრანგეთიდან მოწვეული სპეციალისტები. 1793 წელს გაიხსნა საზღვაო-საინჟინრო სკოლა (თერსანე მუჰენდისჰანესი), სადაც გემის მშენებლობას, მგზავრობას, კადასტრსა და გეოგრაფიას საფრანგეთიდან მოწვეული პედაგოგები ასწავლიდნენ, რომლების დროთა განმავლობაში ოსმალმა სამხედრო-საზღვაო ოფიცრებმა ჩაანაცვლეს. 1806 წელს სკოლას სახელი გადაერქვა და ეწოდა მუჰენდისჰანე-ი ბაჰრი-ი ჰუმაიუნ, ხოლო 1900 წელს ის გახდა პროფესიონალური სკოლა სამხედრო აკადემიაში, როგორც მეთოფეთა სკოლა. დიდი მცდელობების მიუხედავად სულთანი უძლური აღმოჩნდა გაეტარებინა საფრანგეთის რევოლუციური პრონციპები: "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა" და ერთი დარტყმით შეეცვალა მართვის ტრადიციული ინსტიტუტები, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე ყალიბდებოდა და დასუსტების მიუხედავად იყო საკმაოდ მყარი. კონსერვატორები ქვეყნის შემოსავლის უდიდეს ნაწილს იღებდნენ, სულეიმანის მიერ გატარებულ რეფორმებს ენდობოდნენ, რომელმაც კანონით განამტკიცა მათი უფლებები და, რა თქმა უნდა, ამ უფლებათა დაკარგვა მათ კარგს არაფერს მოუტანდა. 143 შეფასება არ არის
|