ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი რას ეძებდნენ ყველაზე ხშირად ქართველები 2017 წელს Google-ის საძიებო სისტემაში? 2017, 30 დეკემბერი, 19:53
Google-ის ანალიტიკურმა სისტემამ გამოქვეყნა საქართველოში ყველაზე პოპულარული თემები, რომელსაც Google-ის საძიებო სიტემაში ეძებდა ქართველი მომხმარებელი.
მოძიებულ თემებში პირველ ადგილს ვირტუალური ვალუტა, bitcion იკავებს.ამ თემით დაინტერესებულთა რიცხვი განსაკუთრებით დეკემბრის მეორე ნახევარში გაიზარდა. მეორე პოზიცია უკავია ვიდეოთამაშს Clash Royale-ს, აგრეთვე საძიებო სისტემაში 2017 წელს უხვი ადგილი უკავია ონლაინ კაზინოებს და ტოტალიზატორებს, რეიტინგში მოხვდა თურქული სერიალი "დაქირავებული სიყვარული, “ ტოპ 25-ში მოხვედრილია დოლარის გაცვლითი კურსი, Amindi.GE, mymarket და TBC Bank-ი. როგორც აღმოჩნდა, კვლავ პოპულარულია საქართველოში რუსული სოციალური ქსელი odnoklassnikiru, რომელიც 25 ყველაზე მოთხოვნად გვერდის სიაში მოხვდა. საქართველოში 2017 წელს ყველაზე პოპულარული სიმღერა Despacito- აღმოჩნდა. 365 6-ს მოსწონს
|