x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512099
როგორია სასკოლო ფორმები 15 სხვადასხვა ქვეყანაში

ბევრი აზრი არსებობს იმის შესახებ, აუცილებელია თუ არა სასკოლო ფორმები. ისინი, ვინც ამ აზრს ეთანხმებიან, ამბობენ, რომ უნიფორმა ბავშვებს უფრო მოწესრიგებულებს ხდის, უჩენს თანასწორობის შეგრძნებას და მშობლები აღარ ფიქრობენ იმაზე, როგორი ტანსაცმელი უყიდონ შვილს სკოლისთვის. ისინი, ვინც ფორმებს ეწინააღმდეგებიან, ამბობენ რომ ეს ხელს უშლის ინდივიდუალურობის გამოხატვას და არაფერი აქვს საერთო განათლების პროცესთან.

სტატიაში ამის შესახებ არ ვიდავებთ. უბრალოდ, გაჩვენებთ როგორ უნიფორმებს ატარებენ ბავშვები მსოფლიოს 15 განსხვავებულ ქვეყანაში. ზოგიერთი, შეიძლება, საკმაოდ მოდურად და პრაქტიკულადაც კი მივიჩნიოთ.


1. ბუტანი (სამეფო აზიაში)

მოსწავლეები სკოლაში ეროვნულ სამოსს ატარებენ. გოგოების ტანსაცმელს "კირა" ეწოდება, ბიჭებისას - "გჰო". ადრე ბავშვები სკოლის ნივთებს ტანსაცმლის ჯიბეებში იდებდნენ, მაგრამ ახლა უკვე უმეტესობა ზურგჩანთას ატარებს.


image




2. განა (სახელმწიფო აფრიკის დასავლეთ ნაწილში)

ქვეყანაში ყველა სკოლის მოსწავლეს მოეთხოვება უნიფორმის ტარება. განა, როგორც აფრიკის ქვეყნების უმეტესობა, დაბალშემოსავლიანი და ღარიბი ქვეყანაა, ამიტომაც ბევრი ბავშვი იმის გამო ვერ იღებს განათლებას სკოლაში, რომ ფორმის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს. 2010 წელს მთავრობამ რამდენიმე ქალაქის სკოლაში უფასოდ დაარიგა უნიფორმები.

image




3. ვიეტნამი

დრეს-კოდი სკოლებში საკმაოდ ჩვეულებრივია, მაგრამ გოგოებს შეუძლიათ ატარონ თეთრი ეროვნული სამოსი - "აო დაი". ზოგიერთ სკოლაში, მოსწავლე გოგოები ამ ტანისამოსს მხოლოდ სპეციალურ დღესასწაულებზე და ცერემონიებზე ატარებენ, ზოგ სკოლაში კი მისი ტარება ყოველდღიურად მოითხოვება.

image




4. ჩინეთი

ჩინეთში მოსწავლეებს რამდენიმე უნიფორმა აქვთ: ზოგი დღესასწაულებისთვის და ჩვეულებრივი დღეებისთვის, ზოგი ზაფხულისთვის და ზოგიც - ზამთრისთვის. ბიჭების და გოგოების ყოველდღიური ფორმა თითქმის ერთნაირად გამოიყურება და სპორტულ ტანსაცმელს ჰგავს.

image



5. ინდონეზია

ინდონეზიაში სასკოლო უნიფორმის ფერი დამოკიდებულია განათლების საფეხურზე. უფროსკლასელების ფორმა ყოველთვის თეთრია, თუმცა, უმცროსკლასელების შეიძლება იყოს წითელი, მუქი ლურჯი ან ნაცრისფერი.

საინტერესო ისაა, რომ როცა სტუდენტები სასკოლო გამოცდებს აბარებენ, ისინი ერთმანეთის მაისურებს მარკერებით და ფერადი ფლომასტერებით ხატავენ და აღნიშნავენ "თავისუფლებას".

image



6. კუბა

კუბაში უნიფორმის რამდენიმე ვარიანტი არსებობს: თეთრი ზედა ყვითელი ქვედით, ან ლურჯი ზედა ლურჯი ქვედით. მათ ასევე აქვთ თეთრი ზედები და ზაფხულის წითელი კაბები. აღსანიშნავია ფორმის აუცილებელი ელემენტი - ყელსახვევი, რომელიც კარგად ნაცნობია საბჭოთა კავშირის დროის მოსწავლეებისთვის. ყელსახვევები შეიძლება იყოს ლურჯი და წითელი.

image




7. დიდი ბრიტანეთი

სკოლის ფორმა ძალიან მკაცრადაა განსაზღვრული დიდ ბრიტანეთში. თავდაპირველი უნიფორმა ლურჯი იყო. ხალხს მიაჩნდა, რომ ეს ფერი ბავშვებს ასწავლიდა, როგორ ყოფილიყვნენ მოწესრიგებულები და აჩვევდა სიმშვიდეს (ასევე, იაფიც ღირდა). დღეს ყველა სკოლას თავისი უნიფორმა და სიმბოლო აქვს. ზოგ სკოლას ისეთი მკაცრი წესი აქვს, რომ ბავშვებს ცხელ ამინდში შორტების ჩაცმის ნებას არ რთავენ. ქვედა ფოტოზე ხედავთ ბიჭებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად სკოლაში კაბებით მივიდნენ. ამის შემდეგ, ბევრმა სკოლამ შემოიღო გენდერულად ნეიტრალური უნიფორმები.

image


8. ავსტრალია

ავსტრალიის განათლების სისტემას ბევრი რამ აქვს ნასესხები დიდი ბრიტანეთიდან. მათი სკოლის ფორმებიც ძალიან ჰგავს ბრიტანულს, უბრალოდ, ავსტრალიური უფრო მეტად გახსნილი და ღიაა. ცხელი კლიმატის გამო ბევრი სკოლა სავალდებულოდ მიიჩნევს ქუდის ტარებასაც.

image



9. იაპონია

ანიმეების წყალობით, იაპონელი გოგონების სკოლის უნიფორმა "სეიფუკუ" მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ის შეიცავს პერანგს, ბლუზს და ქვედაკაბას, რომელიც უფრო და უფრო მოკლდება, რაც გოგო შემდეგ კლასში გადადის. დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი და გრძელი წინდები ფორმის აუცილებელი ელემენტია. იაპონელები მას ზამთარშიც კი ატარებენ. იმისთვის, რომ წინდები დაბლა არ ჩამოიწიოს, გოგონები სპეციალურ წებოს იყენებენ.

image




10. სირია

სკოლის ფორმები სირიაში მუქი ხაკისფერიდან შედარებით ღია ფერებში გადავიდა (ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი და ვარდისფერი) პოლიტიკური მიზეზების გამო. ეს ფერები სიმბოლურად გამოხატავს იმას, რომ ხალხს მშვიდად ცხოვრება უნდა შუა აღმოსავლეთში.

image




11. სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში მოსწავლეები დილიდან საღამომდე სწავლობენ. გასაოცარი არ არის, რომ ისინი სკოლას რომანტიკულად აღიქვამენ, რადგან ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებენ იქ. დრეს-კოდი და მოთხოვნის სიმკაცრე სკოლაზეა დამოკიდებული, მაგრამ უნიფორმები საკმაოდ პოპულარულია სკოლის გარეთაც და სელებრითებშიც კი.

image




12. შრი-ლანკა

შრი-ლანკაში მოსწავლეებს ევალებათ თეთრი უნიფორმის ტარება. გოგოები ატარებენ კაბებს ჰალსტუხით, შესაძლოა, კაბის საყელოები და სახელოები განსხვავებული იყოს. ბიჭები ატარებენ თეთრ პერანგებს და ლურჯ შორტებს. სპეციალურ შემთხვევებში, ბიჭებიც იცვამენ თეთრ შორტებს.

image




13. რუსეთი

რუსეთში ოფიციალურად გააუქმეს უნიფორმები 90-იანებში, მაგრამ 2013 წლიდან სკოლას შეუძლია თავად დააწესოს ის. ასე რომ, ბევრ სკოლაში უნიფორმა მოთხოვნადია, ბევრში კი, უბრალოდ, ოფიციალურ დრეს-კოდს ითხოვენ: თეთრ ზედას და შავ შარვალს.

image



14. ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეაში სკოლის უნიფორმები სავალდებულოა. გოგონები ატარებენ კაბებს და ბიჭები - ზედასა და შარვალს. ყველაზე საინტერესო ნაწილი ფორმაში ის არის, რომ აუცილებელია თეთრი ყელსახვევის გაკეთება, რაც ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის სიმბოლოა.

image



15. ინდოეთი

ინდოეთის სკოლების უმრავლესობას სავალდებულო ფორმა აქვს: ბიჭებმა უნდა ატარონ ჩახსნილი ზედა მოკლე მკლავებით, შორტები, წინდები და მუქი ფერის ფეხსაცმელი. გოგოებს კი აცვიათ მუხლსქვემოთ სიგრძის ტუნიკები და ზევიდან - კაბები.

image



––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:

1. იაპონელების 11 უცნაური ჩვევა

2. 10 ხრიკი, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

3. ფინური სკოლების წარმატების 14 მიზეზი

4. 14 საოცარი ფაქტი თქვენი სხეულის შესახებ

5. 10 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ

1
1365
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1365
  
2018, 21 აგვისტო, 12:53
კომუნისტური გადმონაშთი
0 1 1