ჯანმრთელი კვება რამდენი ხანი უნდა შევინახოთ საყინულეში პროდუქტები,ისე,რომ ჩვენს ჯანმრთელობას არ ვავნოთ 2017, 29 დეკემბერი, 18:06 ახალი ფრინველი (მთელი ქათამი), ახალი ხორცი (სტეიკები, შემწვარი): 12 თვემდე ღორის, ცხვრის ხორცი და ბივშტექსი- 6 თვე, ხბოს - 8 თვე, საქონელი - 9-10 თვე, • სახლში დამზადებული სამზარეულოს კერძები - 3-4 თვე, ქარხნულად დამუშავებული - 4-12 თვე. სოსისი და ძეხვი - 2 თვე, ღვიძლი - 3 თვე. შიგნეულობა ცალკე უნდა იყოს შეფუთული იყოს, რადგან მათი შენახვის ვადა გაცილებით ნაკლებია, . არ არის რეკომენდებული მათი ფარშირება გაყინვის წინ • ბატი, იხვი, კურდღელი და ბოცვერი- 6 თვე, • ქათამი, ინდაური, ხოხობი და ირმის ხორცი - 9 თვე. • წვრილი თევზი - 2-3 თვე, • სახლში მომზადებული კერძები- 3-4 თვე, ქარხნული - 5-9 თვე, • დიდი ზომის თევზი და შემწვარი თევზი - 4-6 თვე. კრაბი, კიბორჩხალა, კრევეტები მხოლოდ გალღობის შემდეგ უნდა გავყინოთ. რეკომენდებული შენახვის ვადა 2-3 თვე. რძის პროდუქტები, როგორიცაა რძე, არაჟანი, ნაღები, ხაჭო, მაიონეზი მალევე კარგავს გასტრონომიულ თვისებებს.-შენახვის ვადა 1 თვე, მყარი და რბილი ყველის, კარაქის გაყინვის სასურველი ვადა 6 თვე.ნაყინის 2 თვე. სოკო სასურველია რაც შეიძლება მალე გავყინოთ მოკრეფის შემდეგ. რეკომენდებული შენახვის ვადა 5-6 თვეა. ბოსტნეული სასურველია გავყინოთ მოკრეფიდან 2-3 საათის შემდეგ, გაყინვის წინ მდუღარე წყალში დავფუფქოთ, ასევე რამდენიმე წამით მდუღარე მარილიან წყალში ჩავყოთ და შემდეგ ცივი წყალი გადავავლოთ.შენახვის ვადა 6-7 თვე. მაღალი ტენიანობის შემცველი ბოსტნეული და სალათები სჯობს საერთოდ არ გავყინოთ(შენიშვნა:სიას ქვემოთ გაეცნობით) ხილის და კენკრის გაყინვის მეთოდი შეიძლება სხვადასხვა იყოს: პატარა ზომის ხილს და კენკრას(2-3 სმ) მთლიანი სახით გავყინავთ, დიდი ზომის შესაძლებელია დავჭრათ კუბის ფორმებით, შემდეგ გავშალოთ ლანგარზე და მოვაყაროთ შაქარი. ხილს შაქარი არ გაყინავს, რჩება მყარი და შესაბამისად ოდნავ სირბილეს ინარჩუნებს.შენახვის ვადა 10-12 თვე. ვაკუუმში შეფუთული პროდუქტები;კვერცხი;ღვეზელები, ყველა სახის მზა სალათა;დაკონსერვებული თევზი;ვაშლი, გოგრა და საზამთრო;არტიშოკი, კარტოფილი (პიურეს გამოკლებით);ბადრიჯანი, სალათის ფურცლები, ბოლოკი, თესლი, გაზიანი სასმელი, ლუდი და უცხიმო ნაღები. 674 6-ს მოსწონს
|