სხვა ყურძნის წიპწების ზეთი ადამიანზე გარემოს აგრესიულ ზემოქმედებას ანეიტრალებს 2017, 29 დეკემბერი, 14:34 ყურძნის წიპწებს გააჩნია გამოხატული, ეფექტური სამკურნალო თვისებები. მის შემადგენლობაში შედის ძლიერი მცენარეული ანტიოქსიდანტები-ნივთიერებები, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია, დაბერების პროცესის შეფერხება, გარემოს აგრესიული ზემოქმედების განეიტრალება შეუძლია.
ყურძნის წიპწების ექსტრაქტი ორგანიზმზე შემდეგნაირად მოქმედებს: ამაგრებს სისხლძარღვის კედლებს; ამცირებს თრომბის წარმოქმნის საშიშროებას; აუმჯობესებს თვალის ბადურის ფუნქციონირებას, რაც მნიშვნელოვანია ასაკოვანი და კომპიუტერთან მომუშავე ადამიანებისათვის; აუმჯობესებს ტვინის ჟანგბადითა და მიკროელემენტებით მომარაგებას.
ყურძნის წიპწებიდან მიღებულ ზეთს გააჩნია: ბაქტერიოციდული, ანთებისსაწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი, შემახორცებელი თვისებები, რის გამოც ყურძნის ზეთს იყენებენ გულსისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის სისტემების დაავადებების, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონული დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. ყურძნის ზეთს ხმარობენ სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიაშიც. აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.
სამკურნალო ნაყენის რეცეპტი - იხილეთ მეტი
36 შეფასება არ არის
|