ცივი კერძები კორეული ტორტი და ქათმის სალათა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რეცეპტებიდან 2017, 29 დეკემბერი, 11:26
კორეული ტორტი
ბისკვიტი:
კვერცხი 8 ც
შაქარი 5 ჩ.ჭ.
კარაქი 100 გრ.
სოდა ძმრით 3 ჩ. კ.
კაკაო 200 გრ.
თაფლი 4 ს. კ.
იოგურტი 2 ქილა, (მაწონი)
ფქვილი 5 ჭ.
ნიგოზი 2 ჭ. ( ან მიწის თხილი)
გოგლიმოგლს შევათქვიფოთ მაწონი, სოდა/ძმრით, გამდნარი 100 გრ. კარაქი, თაფლი 4 ს.კ.ვანილი, ფქვილი. გავყოთ სამ ნაწილად და გამოვაცხოთ ცხიმწასმულ ტაფაზე ( დაბალ ცეცხლზე).
კრემი:
ავთქვიფოთ 400 გრ. კარაქი, 2 ქილა შესქელებული რძე, 2 ჭ. დაჭრილი ნიგოზი ან მიწის თხილი და ვანილი.
გამომცხვარ ფენებს წავუსვათ კრემი.
თავზე მოვაყაროთ მიწის თხილი.
ქათმის სალათა
საჭიროა:
1 პატარა თავი კომბოსტო,
2 ცალი სტაფილო,
400 გრ. მოხარშული ქათმის ხორცი,
1 კონა ქინძი,
1 ჩ. კ. წითელი ცხარე წიწაკა,
1 თავი წითელი ხახვი,
3 ს. კ. ლიმონის წვენი,
5 ს. კ. ზეითუნის ზეთი,
2 ჩ. კ. შაქარი, მარილი და პილპილი, ნედლი ჯანჯაფილი,
3 ს. კ. მოხალული მიწის თხილი,
3-4 ტოტი პიტნა.
ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად, სტაფილო კი წვრილ, გრძელ ჩხირებად.
ქათმის ხორცი დაჭერით ან დაჩეჩეთ. კომბოსტო დაჭერით თხლად, პიტნა, ქინძი და წითელი მწარე წიწაკა წვრილად. ( შეგიძლიათ გამოიყენოთ დაფქული წიწაკა).
ჯანჯაფილი ჯერ ძალიან თხელ ფენებად, შემდეგ კი ჩხირებივით დაჭერით. ყველაფერი ერთად მოვათავსოთ სასალათეში.
სოუსის ინგრედიენტები:
ზეთი, ლიმონის წვენი, შაქარი, მარილი, პილპილი ერთმანეთში შეურიეთ და მოასხით სალათს. კარგად ამოურიეთ, თავზე დააყარეთ მოხალული მიწის თხილი.
იხილეთ ასევე: 1 . ინგლისელი ოსკაროსანი მსახიობის კოლინ ფერთის რეცეპტები- ოსპის წვნიანი და პიტნის ჩაი ილითა და ლიმონით 2. ლაურა რეხვიაშვილის რეცეპტები: სოკოს ჩაქაფული და შქმერული 3. ქათამი სოკოთი და ქათმის უგემრიელესი ხორციან-ბოსტნეულიანი ვერმიშელი 4. გლინტვეინი 66 11-ს მოსწონს
|