საზოგადოება "პარიკმახერმა კლიენტს" ყური მოაჭრა იმის გამო, რომ შენიშვნა მისცა და სავარძელზე არ ისვენებდა 2017, 29 დეკემბერი, 9:51 ისტორია სავსეა რიგი ამბებით და იმდენი რამ სმენია ჩვენს ყურს, ალბათ აღარაფერი გვაოცებს, თუმცა ინციდენტმა, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ შტატში მოხდა, მაინც გამოიწვია ხალხის გაოცება.
როგორც წესი, სილამაზის სალონში თმის, წვერის და თავის მოწესრიგება ერთ-ერთი სასიამოვნო პროცედურაა და სტილისტები, რომელთაც საკუთარ გარეგნობას ვანდობთ, ოჯახის წევრივით გვყავს. თუმცა არსებობენ დალაქები, რომლებიც ცუდათ რეაგირებენ შენიშვნებზე და არამდგრადი ფსიქიკა აქვთ. სწორედ ასეთი შემთხვევის მსხვერპლი გახდა 22 წლის ბიჭი. აშშ-ში, უისკონსინის შტატში მდებარე სილამაზის სალონ Ruby’s-ში 46 წლის "პარიკმახერმა" ჰალედ შაბანიმ თავის კლიენტს ჯერ თმა გადაპარსა შუა ზოლზე, ეს არ იკმარა და შემდეგ ყური მოაჭრა. იმ მომენტიდან, რაც 22 წლის კლიენტი ბიჭი თმის შესაჭრელად დაჯდა სავარძელზე, არ მოუსვენია, ცქმუტავდა და მოუსვენრობას კომენტარებიც დაამატა, რაზეც დალაქს არაერთხელ უთქვამს გაჩერებული, რადგან ხელი ეშლებოდა, თუმცა ბიჭი კვლავ განაგრძობდა მის "ნერვებზე თამაშს". მაშინ დალაქმა აიღო თმის საკრეჭი მანქანა და თავზე თმა ზუსტად შუაზე გადაპარსა მთელ სიგრძეზე, ეს არ აკმარა, აიღო მაკრატელი და ყურის ნაწილიც მოაჭრა. ადგილზე მისული პოლიციის ოფიცერი ჯოელ დესპეინმა აღნიშნა–"ბიჭი ახლა ლარი ფინს გავს ფილმიდან "სამი ბოცვერი". არ შეიძლება ცუდად შეჭრილ თმას დანაშაული დავარქვათ, თუმცა საქმე გვაქვს სხეულის განზრახ დაზიანებასთან, რაზეც მისი მოჭრილი ყური მეტყველებს". ჰალედს ორი მუხლით გასამართლება ემუქრება– შეიარაღებული თავდასხმა და ძალადობა. იხილეთ აგრეთვე: ●ათეისტი დალაქი და სიტყვა მოსწრებული "კლიენტი" ● სიმბოლოები, რომელთა მნიშვნელობა დღემდე არავინ იცის 56 17-ს მოსწონს
|