საბუნებისმეტყველო სანქტ-პეტერბურგში ცისფრად თოვს 2017, 28 დეკემბერი, 12:26
რუსულმა მედიამ საოცარი ბუნებრივი მოვლენის ფაქტები გაავრცელა.
სანქტ-პეტერბურგში გათოვდა. აქ არაფერი იქნებოდა გასაკვირი, რომ არა თოვლის შეფერილობა. ციდან თეთრის მაგივრად ცისფერი ფიფქი ცვიოდა.
თოვლის სინჯები ლაბორატორიულ კვლევებზე გაიგზავნა. შედეგებს უახლოეს მომავალში ელოდებიან. ფაქტი აპტეკარსკის პროსპექტზე, ავარიული შენობის გვერდით დაფიქსირდა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ასეთი თოვლი ქიმიო-ფარმაცევტული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გამო მოვიდა. მათი თქმით, ნალექი ტალღისებურად მოდიოდა, ფერადი საფარის სისქე დაახლოებით ერთი სანტიმეტრი იყო. 213 7-ს მოსწონს
|