შოუბიზნესი სვირინგი , როგორც ხელოვნება 2017, 28 დეკემბერი, 0:43 ჩვენთვის კარგად ცნობილია, რომ არაერთი ადამიანი იკეთებს სხეულზე რაღაც გამოსახულებას, ეგრედ წოდებულ ტატუს, სვირინგს... სვირინგები ჯერ კიდევ ცივილიზაციამდელ პერიოდში იყო პოპულარული და მას უძველესი ადამიანები იხატავდნენ რითაც გამოსახულება მათი აზრით მათ ძალას ანიჭებდა. სვირინგისადმი დამოკიდებულება არაერთხელ შეიცვალა, დაღიც სვირინგის ერთ-ერთ სახეობად მიიჩნევა. დაღი კი ადამიანის რეპუტაციაზე ყოველთვის უარყოფით გავლენას ახდენს. წინა საუკუნეშიც სვირინგი ერთგვარი დაღი იყო, რომლითაც მარტივად ამოსაცნობი იყო ცხოვრების სტილი ადამიანებისა.(თუმცა, ამაზე აღარ ვისაუბრებთ რადგან, ცოტა ხნის წინ სვირინგს ვრცელი სტატია მივუძღვენი) რაც შეეხება ჩვენს დროს, სვირინგი სრულებითაც აღარ წარმოადგენს სამარცხვინო დაღს (მეტწილად), პირიქით, მან ესთეტიკური მნიშვნელობა მოიპოვა და არაერთი ადამიანი ცდილობს საკუთარი სხეული დაამშვენოს ტატუებით. უფრო მეტიც, მხოლოდ ესთეტიკური მნიშვნელობა როდი მოიპოვა, ხელოვნების ერთერთ მშვენიერ დარგადაც კი შეძლო ჩამოყალიბება, ბოდი არტის მცირე განხრად... ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ ჩინელი სვირინგების მხატვარი, ჩენ ჯი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ორასიათასი მომხმარებელი ჰყავს. 62 1-ს მოსწონს
|