სიახლეები
სემეკის გადაწყვეტილებით თბილისში ელექტროენერგიის ფასი იზრდება
2017, 27 დეკემბერი, 14:15
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, დედაქალაქში დენის ფასი სავარაუდოდ გაიზრდება. ფასის მომატება შეეხება თელასის როგორც კომერციულ, ისე საყოფაცხოვრო აბონენტებს და შეადგენს 1, 5 თეთრს კილოვატ საათზე. დადგენილება, რომელსაც კენჭი დღეს უნდა ეყაროს, 2018 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და 2020 წლამდე იმოქმედებს.