რელიგია 2101 წელს მართლმადიდებული შობა კიდევ ერთი დღით გადაიწევს? 2017, 25 დეკემბერი, 16:44 ![]() XVI საუკუნემდე დედამიწაზე ძველი, იულიუსის კალენდარი იხმარებოდა, თუმცა როგორც გაირკვა დედამიწა მზის გარშემო ერთი წრის შემოვლებას 11 წამით სწრაფად ანდომებს, ამის შემდეგ რომის პაპის გრიგოლ XIII-ის თაოსნობით 1582 წელს შემოიღეს ახალი-უფრო ზუსტი გრიგონიალური კალენდარი, იმ პერიოდში ძველ და ახალ კალენდარს შორის ფიზიკური სხვაობა 10 დღე იყო, ახლა უკვე 13 დღეა და სხვაობა უფრო და უფრო იზრდება, - 1 დღე 128 წელიწადში ერთხელ, ანუ უფრო მარტივად რომ ავხსნათ სადღაც 1500 წლის შემდეგ შეიქნება კურიოზული სიტუაცია, მართლმადიდებელი ეკლესია თუ კიდევ ძველი კალენდრით აღნიშნავს შობას, იგი მოუწევს იმ პერიოდში, როდესაც პირველი ენძელა და ია ამოვა. ![]() წელს პირველად პრეზიდენტ პოროშენკოს ბრძანებით უკრაინა 25 დეკემბერს შობას ოფიციალურად აღნიშავს და ამ დღეს უქმედ აცხადებს.როგორც ცნობილია უკრაინაში დაახლოებით 4 მილიონი კათოლიკე ცხოვრობს.აქამდე უკრაინაში შობას, საქართველოს მსგავსად, ოფიციალურად მხოლოდ 7 იანვარს აღნიშნავდა. ![]() ![]() 116 7-ს მოსწონს
|