საზოგადოებრივი მეგრული ენაა თუ დიალექტი? (ნაწილი III); ინტერვიუ ზუგდიდელ პროფესორ ბატონ რევაზ შეროზიასთან 2017, 24 დეკემბერი, 17:53 ჩემ მიერ გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ ბატონ ტარიელ ფუტკარაძესთან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია; ზოგიერთი ადამიანი რატომღაც ძალიან გაღიზიანდა, ნამდვილად კი ჩვენ მხოლოდ საკითხის არგუმენტირებულად დასაბუთება და საზოგადოებისათვის ჯანსაღი აზრის მიწოდება გვსურდა. ვაგრძელებ საკითხის განხილვას და გთავაზობთ სატელეფონო ინტერვიუს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ რევაზ შეროზიასთან, რომელმაც კარგად იცის თავისი მშობლიური კუთხის ისტორია; საინტერესოა, რას ფიქრობს იგი ამ ყოველივეზე: -მოგესალმებით ბატონო რევაზ, საინტერესოა, თქვენი თვლსაზრისი მეგრულის სტატუსთან დაკავშირებით, თქვენი აზრით, მეგრული ენაა თუ დიალექტი და რატომ ფიქრობთ ასე? -დავიწყებ იქიდან, რომ ჩვენ ყველამ ვიცით-ენა არის სისტემა, რომელიც შედგება სტრუქტურული ნაწილებისაგან; სისტემურად ქართველთა არც ერთი კუთხური მეტყველება (მეგრული, კახური თუ ქართლური) სისტემური არაა და შესაბამისად წმინდა ლინგვისტური თვალსაზრისით მათ ვერ ჩავთვლით "ენად". ერი არსებობს იმ შემთხვევაში თუ მას აქვს ერთი სააზროვნო სისტემა, იგი მთლიანი ერთეულია და არ შეიძლება მისი დაყოფა სხვადასხვა ენობრივ ერთეულად; ენას ქმნის ხალხი, სალიტერატურო ქართული უკვე ოც საუკუნეს ითვლის და მის განვითარებაში საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა; მრავალი საუკუნის განმავლობაში ასეულობით ხელნაწერი (პოეტური, მხატვრული, სამეცნიერო) იქმნებოდა ზუგდიდში და დღესაც იღებს მონაწილეობას ამ ყოველივეში, მაგალითად, 2017 წლის 24 მაისს, დადიანების სასახლეში "ვეფხისტყოსანი" გადაწერეს და მონაწილეობა მიიღეს 21-ე საუკუნის ხელნაწერის შექმნაში. ტერენტი გრანელი და კონსტანტინე გამსახურდია სალიტერატურო ქართულით წერდნენ, განა სულელები იყვნენ? გავიმეორებ, რომ სალიტერატურო ენა ოც საუკუნეზე მეტი გვაქვს, ანდრია პირველწოდებული ვერ გაავრცელებდა ქრისტიანობას ისე თუ არ გვექნებოდა სახარება ქართულად ნათარგმნი. მთელმა ერმა, მთელმა საქართველომ შექმნა ქართული სალიტერატურო კულტურა, ჩვენ გვაქვს ერთი სააზროვნო სისტემა, რომლის დაყოფა-დანაწილება შეუძლებელია და ეს კარგად უნდა გავითავისოთ. ქართველები ერთი მთლიანი ეთნოსი ვართ და, შესაბამისად, ერთ ეთნოსს ვერ ექნება სამი-ოთხი ენა.
ასევე დაგაინტერესებთ: ინტერვიუ პროფესორ ტარიელ ფუტკარაძესთან მეგრულის სტატუსთან დაკავშირებით 1158 5-ს მოსწონს |
სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია მეორე, 2010 წ.
სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია მეორე, 2010 წ.
რომელ საუკუნეში ჩამოყალიბდა ქართველი ერი, კოლხეთის იმპერიაში და ეგრისის სამეფოში არა მგონია ქართულად ესაუბრა ვინმეს.
ამიტომაცაა ორიოდე ფურცელი დათმობილი კოლხეთის იმპერიისათვის და ეგრისის სამეფოსათვის. მაშინ, როცა ქართლ-კახეთზეა ლამის აგებული მთელი სასკოლო ისტორია. სხვაგანაც ავღნიშნე და აქაც ავღნიშნავ: ყველა ქართულ კუთხეს ვენაცვალე, მაგრამ ისტორიის გაყალბებით წინ ვერ წავიწევთ.