სხვა იქნება თუ არა ახალ წელს თბილისში თოვლი? 2017, 24 დეკემბერი, 16:27 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით ახალ წელს თბილისში თოვლი არ იქნება. გავრცელებული ინფორმაციით თოვლი მხოლოდ მაღალმთიან რაიონებშია მოსალოდნელი. სააგენტოს ცნობით საქართველოში არამდგრადი ამინდი 26 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. ხოლო 27 დეკემბრიდან საქართველოში გამოიდარებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამინდი 19 დეკემბერს გაუარესდა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში 12-19 გრადუსი, აღმოსვლეთ საქართველოს ბარში კი 6-11 გრადუსი იყო.. 37 შეფასება არ არის
|