პარამეცნიერებები თეოსოფია, ალტერნატიული ისტორია, კრიპტოისტორია და ადამიანური რასები და ქვერასები (ბლავატსკაია, სიტჩინი და ლევაშოვი) 2017, 24 დეკემბერი, 15:43 თავდაპირველად მინდა ვთქვა რომ აქ მოცემული ინფორმაცია არაა აღიარებული ოფიციალური მეცნიერების მიერ და წარმოადგენს თეოსოფი ელენა ბლავატსკაიას და რუსი ეზოთერიკისა და კონსპიროლოგის ნიკოლაი ლევაშოვის სუბიექტურ ანალიტიკურ დასკვნებს.
თეოსოფები ამტკიცებენ, რომ ადამიანები არიან სხვა განზომილებიდან მოსული ეთერული არსებების პირდაპირი შთამომავლები. ნიკოლაი ლევაშოვს თეოსოფებისგან უფრო განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა, თუმცა იყო მსგავსებებიც.
ლევაშოვი ამტკიცებდა რომ ადამიანური რასები არიან სხვადასხვა შორეული მზის სისტემებიდან მოსულნი. მისი აზრით თეთრი რასა პრაქტიკულად მთლიანად იყო – არიელი რუსები, რომლებიც იკავებდნენ თითქმის მთელ ევრაზიას, ჩრდ. აფრიკას და ჩრდ. ამერიკას. მისი აზრით რასები დედამიწაზე მოვიდნენ 40 000 წლის წინ. პრობლემა იმაშია, რომ ეს მოსაზრება თითქმის მთლიანად ეწინააღმდეგება სხვა ეზოთერულ თეორიებს, მათ შორის თეოსოფიურს, რომლის თანახმადაც თანამედროვე ეპოქაში კონკრეტული არქეოლოგიური აღმოჩენები ამტკიცებენ იმას რომ ადამიანი უფრო ადრეც არსებობდა. ამას გარდა შუმერული თიხის ფირფიტები გვამცნობენ მითს, რომ ადამიანები შექმნეს ანუნაქებმა ანუ ნიბურუს ღმერთებმა დაახლოებით 400 000 წლის წინ.
მე როგორც თეოსოფი და გნოსტიკოსი ვფიქრობ, რომ რუსი ეზოთერიკები ცოტა არ იყოს და ურევენ სინამდვილეს და ილუზიას. ისინი ცდილობენ მეტ–ნაკლებად დაამახინჯონ რეალობა.
მართალია ბევრი ისტორიული წყარო ადასტურებს ე.წ. "ტარტარიის" არსებობას, რომელიც თურმე ყოფილა კასპიის ზღვიდან საჰალინამდე და ურალიდან ავღანეთამდე გადაჭიმული მისტიკური და ერთობ ძლიერი სამეფო, მაგრამ იმის თქმა რომ ტარტარიის მოსახლენი ყველანი რუსები იყვნენო... უბრალოდ სასაცილოა და მეტი არაფერი... :)) ტარტარია არსებობდა 1799 წლამდე თუ დავუჯერებთ დაუზუსტებელ ისტორიულ და ეზოთერულ წყაროებს. ტარტარიაზე საუბრობენ შემდეგი პირები: 1) გეოგრაფი და ასტრონომი – მერკატორ ჰონდიუსი (17–ე ს) 2) ფლამანდრიელი კარტოგრაფი – აბრაჰამ ორტელი (16–ე ს) 3) ჰოლანდიელი ისტორიკოსი და კარტოგრაფი – ჯონ სპიდი (16–17–ე სს) 4) ფრანგი ასტრონომი და კარტოგრაფი – გიიომ დე ლილი (17–18–ე სს) რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ? ისტორია გვამცნობს, რომ ტარტარია იყო სხვადასხვა ტომების და ეთნოსების გაერთიანება, რომელიც ურალიდან იაპონიის კუნძულებამდე იყო გადაჭიმული, ეს სამეფო (იმპერია) როგორც ჩანს არ უყვარდათ ქრისტიან ევროპელებს, რომლებიც ეშმაკებად მოიხსენიებდნენ მის მოსახლეობას. ტარტარიასთან ომს აწარმოებდა მთელი ქრისტიანული ევროპა. ამაზე საუბრობს ლევაშოვიც. ტარტარია საბოლოოდ დაიშალა, დაპატარავდა და გაქრა მეთვრამეტე საუკუნეში. ტარტარიაში შედიოდნენ ციმბირელი ხალხები, რომლებიც სულაც არ იყვნენ გაუნათლებელი და უწიგნური ველურები... არის ასეთი მოსაზრება... ზოგიერთის (მაგ.ლევაშოვის) აზრით ჯერ კიევის რუსეთი და შემდეგ კი მოსკოვია და სამხრეთის სლავური (უკრაინული) სამეფო შედიოდნენ ტარტარიის შემადგენლობაში. ზოგი მეცნიერი პირიქით ამტკიცებს, რომ მოსკოვია არ შედიოდა ტარტარიის იმპერიაში. რუსოცენტრისტი ეზოთერიკები ამრუდებენ ისტორიას, თუ დავუჯერებთ თეოსოფებს. დაახლოებით 300 000 000 წლის წინ ეთერულმა არსებებმა მიიღეს ფიზიკური ფორმა და წარმოიშვნენ ლემურიელები. საერთო ჯამში ევოლუციურ ციკლში არსებობს 7 რასა და თითოეულს გააჩნია 7 ქვერასა. ლემურიელებისგან წარმოიშვა 7 ქვერასა, მათ შორის იყვნენ: მეხუთე ქვერასა – ნეგრიტოსები და მეექვსე ქვერასა – პიგმეები ანუ ჯუჯა ნეგროიდები. მეშვიდე ქვერასამ წარმოშვა ატლანტების მეოთხე რასა. ატლანტების მეოთხე რასამ წარმოშვა შემდეგი 7 ქვერასა: 1) რმოაგალები 2) ტლავატლები 3) ტოლტეკები, მაია და კიჩე 4) თურანელები და ძველი ჩინელები 5) თავდაპირველი სემიტები 6) აქადელები 7) მონღოლები, იაპონელები და მალაიზიელები. შემდეგ გაჩნდნენ "არიელები" (მეხუთე დიდი რასა), რომლებმაც წარმოშვეს შემდეგი ქვერასები: 1) ინდუსები და ეგვიპტელები 2) არიელი სემიტები 3) ირანელები 4) კელტები 5) ტევტონელები (გერმანელები და სლავები) 6) ავსტრალოამერიკელები 7) ლათინოამერიკელები. აი ასეთია თეოსოფიური ანთროპოგონია და ანთროპოლოგია. მეექვსე და მეშვიდე რასები მომავალში უნდა მოვიდნენ. ესაა კრიპტოისტორია. რაც შეეხება ალტერნატიულ ისტორიას, ჯერ კიდევ ძველი რომის დროიდან იყვნენ ადამიანები რომლებიც ვარაუდობდნენ რა მოხდებოდა, გადამწყვეტ ისტორიულ მომენტებში ადამიანები სხვა გზით რომ წასულიყვნენ... მაგალითად რა მოხდებოდა მესამე რეიხს რომ გაემარჯვა? ან რა მოხდებოდა ალექსანდრე მაკედონელი 323 წელს რომ არ გარდაცვლილიყო? ან რა მოხდებოდა ტროცკის რომ გაემარჯვა და მოეხდინა მსოფლიო რევოლუცია? რა მოხდებოდა მუჰამედი რომ არ დაბადებულიყო? რა გზით წავიდოდა კაცობრიობა, იესო ნაზარეველი რომ არ დაბადებულიყო? და ა.შ. არის მრავალი სხვა ვარიანტიც... მეცნიერი ზაქარია სიტჩინი ამტკიცებდა, რომ ანუნაქები რეალურად არსებობენ. მისი აზრით 444 000 წლის წინ ისინი პლანეტა ნიბურუდან მოვიდნენ დედამიწაზე და გენური ინჟინერიის დახმარებით შექმნეს ადამიანები და ქიმერები! გავიხსენოთ ნახევრად ზოომორფული ადამიანები მესოპოტამიურ მითოლოგიაში. როგორც ჩანს ყველას თავისი ვერსია აქვს. მათ შორის ჰილტერსაც, რომელმაც საშინლად დაამახინჯა ბლავატსკაიას თეოსოფია და ხალხს სიტყვა "არიელი" შეაძულა. 218 1-ს მოსწონს
|