x
მსოფლიო შეთქმულების პარადოქსი (კონსპიროლოგია – სასაცილო აბსურდი თუ რეალობა?)
მინდა ვთქვა რომ ამ სტატიაში არ იქნება რელიგიების და მითების განხილვა, არამედ მხოლოდ ჩვენი – კონსპიროლოგების პოზიციის დაცვა აგრესიული ურწმუნო მატერიალისტებისგან, რომლებიც აქტიურად გვესხმიან თავს.

დევიდ აიკი, ერიხ ფონ დანიკენი და სხვა აუტსაიდერი მეცნიერები არ არიან გიჟები და არც მე ვარ სულელი. ჩვენ უბრალოდ მიგვაჩნია რომ მსოფლიო ცოტა არ იყოს და უცნაურია. სამყაროში ბევრი საიდუმლოა, ჩვენ კი მათ სკეპტიკურობის გამო ვერ ვხედავთ.

შეთქმულების თეორიის ფუნდამენტური დებულებებია:

1) არსებობს საიდუმლო მთავრობა რომელიც მართავს მსოფლიოს


2) სამყაროში არიან სხვა რასები და სხვა სამყაროები

3) მსოფლიო მთავრობა მალავს ცოდნას რათა დაიმონოს მასები

ახლა მოდით დავაზუსტოთ, მატერიალისტები და სკეპტიკოსები ამბობენ რომ ესაა – სასაცილო აბსურდი!

კითხვა: რატომ ფიქრობთ ასე??

ისინი ასე ფიქრობენ იმიტომ რომ არიან ჯერ ერთი უაღრესად სუბიექტურები და შოვინისტურები და მეორეც არც მათი ნაქებ ნადიდები ოფიციალური ტრადიციული სამეცნიერო საზოგადოება და არც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ ადასტურებს კონსპიროლოგების ნათქვამს... უკაცრავად? თქვენ ფიქრობთ რომ ისინი ასე მარტივად აღიარებენ იმას რასაც დევიდ აიკი და სხვა კონსპიროლოგები ამტკიცებენ? რის გამოც მათ ყველა დასცინის სხვათაშორის...

აბა რა უნდა თქვას გაერომ და სამეცნიერო საზოგადოებამ?

დიახ! არსებობს მსოფლიო მთავრობა! კი! არსებობენ სხვა რასები და სამყაროები! კი! ჩვენ გატყუებდით და გვსურდა თქვენი დამონება! თქვენ კიდევ შტერებივით ჩვენი დეზინფორმაციული პროპაგანდის გჯეროდათ და დასცინოდით კონსპიროლოგებს, რომლებიც სიმართლეს გეუბნებოდნენ და თავიანთ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდნენ!

რა, ეს უნდა თქვას გაერომ და სამეცნიერო საზოგადოებამ მაინც და მაინც?! გააფრინეთ?? და თქვენი აზრით ისინი აღიარებენ ამას? ოფიციალურ დონეზე?! რომელი ხიდან ჩამოვარდით?!

ვთქვათ მართლაც არსებობენ ე.წ. "მამაკაცები შავებში" რომელნიც ახორციელებენ უცხოპლანეტელთა მონიტორინგს, მერე გგონიათ რომ ისინი ამას სახალხოდ იტყვიან?! რატომ ხართ ასეთი აბდლები? რაკი თქვენი კუმირი მეცნიერები არ გეუბნებიან პირში სიმართლეს გგონიათ რომ ჩვენ შეთქმულების თეორეტიკოსები ვბოდავთ?...

:))))... თქვენ მაინც არ დაიჯერებდით თუნდაც თქვენ ყველა კუმირს ერთხმად ეთქვა თქვენთვის სიმართლე... :))))

სასაცილოები თქვენ ხართ და არა ჩვენ...

გაერო და ოფიციალური მეცნიერება არც დევიდ აიკის და არც ჩემს არცერთ სიტყვას არასოდეს არ დაადასტურებს და არ იტყვის სიმართლეს სამყაროზე...

ბევრს სჯერა რომ გაერო მალავს ინფორმაციას ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ... რა არ გჯერათ? :))))

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

1
78
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
78
  
2019, 8 იანვარი, 4:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1