პარამეცნიერებები შვიდი ცა იუდაისტურ რელიგიაში, დანტეს ღვთაებრივი კომედია და გნოსტიკური ფილოსოფია (არქონტების საიდუმლო) 2017, 22 დეკემბერი, 21:53 თავდაპირველად უნდა ვთქვა, რომ ამ სტატიაში მოცემული ინფორმაცია არის პირადად ჩემი და ცნობილი ევროპელი მეცნიერის – ერიხ ფონ დანიკენის სუბიექტური ანალიტიკა (სუბიექტური ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნები), მოსაზრება და დაუზუსტებელი ინფორმაცია.
სტატიაში არსებული ინფორმაცია არის ერიხ ფონ დანიკენის, კონსპიროლოგი დევიდ აიკის და ჩემი ანალიზის რეზულტატი. რაღა თქმა უნდა დანიკენს სამეცნიერო საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ ეთანხმება.
ჯერ კიდევ რამოდენიმე ათეული წლის წინ ერიხ ფონ დანიკენი, დევიდ აიკი და მათი თანამოაზრეები ამტკიცებდნენ, რომ 1) ჩვენს პლანეტას მართავს საიდუმლო მსოფლიო მთავრობა 2) საიდუმლო მთავრობა იმართება არქონტების ანუ კოსმოსის მმართველი ბოროტი ანგელოზების მიერ 3) რელიგიაში არსებული მისტიკური არსებები, სინამდვილეში არიან უცხოპლანეტელი და ულტრაპლანეტელი ჰუმანოიდები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა შერაცხეს ზებუნებრივ ძალებად, რადგანაც არ ესმოდათ მათი ნამდვილი ბუნება, რადგანაც იმ დროს არ იყო მეცნიერება (!).
მეცნიერება იყოფა ორ ჯგუფად: 1) ტრადიციულ მატერიალისტებად და 2) მისტიკოს პარამეცნიერებად. ეს ორი მიმდინარეობა თანხმდება მხოლოდ ერთ რამეში: რომ ძველი მსოფლიო ხალხებს ჰქონდათ თავიანთი უნიკალური მითოლოგიური წარმოდგენები სამყაროს სტრუქტურის და ბუნებაში "მცხოვრები" ზეარსებების შესახებ, მაგრამ თუ მატერიალისტები მითოლოგიას ადამიანის ფანტაზიად მიიჩნევენ, პარამეცნიერები თვლიან რომ მითებში არეკლილია რეალობა, უბრალოდ ადამიანებმა ვერ შეძლეს სხვა პლანეტებიდან მოსული ზეადამიანების სწორი აღქმა, სულ ესაა.
მოკლედ, დანიკენის მსგავსი პარამეცნიერები ამტკიცებენ რომ ადამიანი არაა ერთადერთი გონიერი არსება სამყაროში და რელიგიებში არსებული მისტიკური ზებუნებრივი არსებები (ღმერთები, ანგელოზები და დემონები) არიან კიდეც სწორედ ის უცხოპლანეტელები და ულტრაპლანეტელები, რომლებიც დედამიწას დღემდე სტუმრობენ. არსებობს აგრეთვე ე.წ. ფუღურო დედამიწის ჰიპოთეზა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე არსებობდა. მის თანახმად დედამიწა (პრინციპში ისევე როგორც სხვა კოსმიური სხეულები სატურნის ჩათვლით) შექმნილია ხელოვნურად უცნობი ზეცივილიზაციის მიერ. რელიგიური და ეზოთერული ტრადიციების მიხედვით დედამიწის შიგნით არის სიცოცხლე, ხოლო მიწისქვეშა სამეფოს ეწოდება – აგარტჰა. სხვათაშორის გნოსტიკოსები ამტკიცებდნენ რომ მშვენივრად იცოდნენ ეს "უცნობი ზეცივილიზაცია". მათი მტკიცებით მზის სისტემა სატურნის ჩათვლით არის ე.წ. არქონტების მიერ შექმნილი ხელოვნური ასტროინჟინერიული ციხე შორეული "პლერომადან" გატაცებული სულებისა და რომ ჭეშმარიტი გნოსტიკოსის მიზანია ქრისტეს მიერ ბოძებული სულიერი ცოდნის ძალით არქონტების მიერ შექმნილი ციხიდან თავის დახსნა და პლერომაში დაბრუნება. მათი მტკიცებით ადამიც და ევაც პლერომადან ძალით წამოყვანილი სულები იყვნენ. ისლამშიც, იუდაიზმშიც და ზოროასტრიზმშიც იყო 7 "ცის" იდეა. ძველ ებრაელებს (კერძოდ კი ბიბლიურ ენოქს) სამყარო ასეთად წარმოედგინათ; არსებობს 7 ცა, ესენია: პირველი ცა (შამაიმ) – მთვარე დედამიწის გარშემო სივრცე, რომელიც იმართება ანგელოზი გაბრიელის მიერ და აქვე სახლობს ორასამდე ასტრონომი ანგელოზი. მეორე ცა (რაკვია) – მერკური ცა რომელსაც მართავს ანგელოზი რაფაელი და სადაც ენოქის მიხედვით დატყვევებულნი არიან დასჯილი დაცემული ანგელოზები განკითხვის დღემდე. მესამე ცა (საგუნ იგივე შეჰაკვინ) – ვენერა სადაც ენოქის მიხედვით მეფობს სიკვდილის ანგელოზი აზრაელი. ჩრდილო ნაწილში ჯოჯოხეთია სადაც ანგელოზები აწამებენ ცოდვილებს, ხოლო სამხრეთში სამოთხე. მეოთხე ცა (ზებჰულ იგივე მაჰაკონ) – მზე სადაც მეფობს ანგელოზი მიქაელი და სადაც არის ზეციური იერუსალიმი. მეხუთე ცა (მოჰონ იგივე მა ონ) – მარსი ჩრდილოეთ ნაწილში მეფობენ სალდოლფონი და სამაელი "გრიგორის" ანგელოზებთან ანუ დაცემულ მეთვალყურეებთან ერთად, აქაა მათი თავშესაფარი, იმათი ვინც განუდგა "ელოჰიმს". სამხრეთ ნაწილში სახლობენ "უფლის" მსახური ანგელოზები. მეექვსე ცა (ზებულ იგივე მაკონ) – იუპიტერი ღამით იმართება ზებულის მიერ, ხოლო დღისით შაბატის მიერ, ესაა თოვლიანი და ყონულოვანი სამეფო სადაც ცხოვრობენ ფენიქსები და ხერუბიმები. აგრეთვე უამრავი ანგელოზისმაგვარი სული, რომლებიც სწავლობენ სხვადასხვა მეცნიერებებს და აკვირდებიან ადამიანებს. მეშვიდე ცა (არაბოტ) – სატურნი უმაღლესი ზე ცა. ამ ცას მართავს კასიელი და არის ეს ადგილი თავად "ღმერთის" სახლი. აი ასეთი კოსმოლოგია აქვთ იუდაისტებს, ყოველ შემთხვევაში საუკუნეების წინ თითოეულ მათგანს სჯეროდა ამისი. გნოსტიკოსების აზრით 7 ცა ესაა კენომა ანუ სიბნელე, არქონტების მიერ შექმნილი ციხე, შემდეგ მოდის კერასმოსი ანუ ნარევი ბნელისა და ნათლისა, სოფია ახამოტის სამეფო, ხოლო კიდევ უფრო შორს – პლერომა (სისავსე). ესაა ქრისტეს და ნამდვილი სულიერი მამის სამეფო. ადგილი სადაც მეფობს 33 ღვთაებრივი ეონი. გნოსტიკურ გაგებას თუ დავუჯერებთ სატურნის ჩათვლით კოსმოსი ეკუთვნით არქონტებს, ურანიდან ოორტის ღრუბლის გარე საზღვრებამდე კოსმოსი სოფია ახამოტისაა, რომელმაც შვა სატურნის ბოროტი ეონი – იალდაბაოთი. კიდევ უფრო შორს კი არის პლერომას ზეცივილიზაცია. გნოსტიკოსების მიხედვით მთვარე ესაა ერთ ერთი ბოროტი ეონის – იაჰვეს სავანე. ისინიც ბუდისტების მსგავსად აღიარებდნენ მიწისქვეშა სამეფოს არსებობას. ყველაზე ცნობილი გნოსტიკოსები იყვნენ: ვალენტინუს ალექსანდრიელი, სიმონ სამარიტელი, ბასილიდე სირიელი და მარკიონ სინოპელი. 325 წლის ნიკეის კრებამ გნოსტიკოსებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და ვხვდები რატომაც. გნოსტიკოსები ისევე როგორც დანარჩენი ელინისტები ცნობდნენ ასევე კოსმიური ეთერის არსებობას. რაღა თქმა უნდა რადიკალი მატერიალისტები ყოველივე ამას "სისულელედ" მიიჩნევენ, რაც ჩემში ღიმილს იწვევს. იცინის ის ვინც ბოლოს იცინის. არაა პრობლემა, ნუ გჯერათ შეთქმულების თეორიის თუ გნებავთ, მაგრამ თუ გნოსტიკოსები და დანიკენი სწორს ამბობენ... მერე ნახავთ. არქონტების საიდუმლო ისაა რომ მათი არსებობის თითქმის არავის სჯერა, ხოლო თავად ისინი თუ დავუჯერებთ გნოსტიკოსებს, კულისების მიღმა ტერიტორიიდან ასე ვთქვათ, ფარულად მართავენ მსოფლიოს. დანტე ალიგიერიც პრინციპში იგივეს ამტკიცებდა რასაც ძველი ებრაელები და ნაწილობრივ გნოსტიკოსები, მისი კოსმოლოგია ამ ორის ერთგვარი სინთეზი იყო, თუმცა დანტე კათოლიკე გახლდათ და ეს ჩანს მის "ღვთაებრივ კომედიაში" სადაც მან აღწერა მოგზაურობა ჯოჯოხეთსა და სამოთხეში. დანტეს აზრით არის კიდევ ორი ცა (მერვე და მეცხრე) და კიდევ უფრო შორს კი ე.წ. "ემპირეი" ანუ უფლის სავანე. როგორც ხედავთ იუდეველების წარმოდგენებისგან ოდნავ განსხვავდება. პირადად მე მიმაჩნია რომ დანიკენის, გნოსტიკოსების, დანტე ალიგიერის და ძველი ებრაელების წარმოდგენები ადრე თუ გვიან გახდება საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი და აღარ იქნება დაუზუსტებელი მოსაზრებების და სუბიექტური ანალიზის კრებული. რეალური პრობლემები სწორედ მაშინ დაიწყება. მე ასე ვფიქრობ და დანიკენიც ასე ფიქრობს, მატერიალისტებმა თქვენი საქმისა თქვენ იცით (პრინციპში ისევე როგორც ფანატიკოსმა მორწმუნეებმა), მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ რომ ძველ ებრაელებს და გნოსტიკოსებს არც არაფერი შეშლიათ. მითების თანახმად არქონტებმა ანუ ელოჰიმებმა სასტიკად დასაჯეს აჯანყებული ანგელოზები. თანამედროვე სატანისტები სწორედ იმას უსვამენ ხაზს, რომ ჯერ ერთი მონოთეისტებმა დაამახინჯეს ძველი შუმერული და გნოსტიკური ფილოსოფია და მეორეც ის რომ სიმართლე სწორედ რომ მეამბოხე ანგელოზთა მხარესაა. მეამბოხე ანგელოზთაგან წარმოიშვა უამრავი დემონური რასა, მაგ. აპოფიზები, ბნელი ვალკირიები და ა.შ. სატურნი ეკუთვნის ეონ იალდაბაოთს, იუპიტერი ეონ ელოის, მარსი ეონ საბაოთს და ა.შ. ვფიქრობ მთავარი პრობლემა იმაშია, რა მოხდება თუ ოდესმე დამტკიცდება მათი არსებობა... გიფიქრიათ, როგორ უნდა დავაღწიოთ თავი სულიერ ციხეს?? ქრისტე იყო ის ვინც ადამიანებს მოუტანა ცოდნა, რომელიც სამწუხაროდ კაცობრიობის უდიდესმა ნაწილმა უარყო ან საერთოდაც ვერ შეიმეცნა. 117 1-ს მოსწონს
|