საზოგადოებრივი მეგრული ენაა თუ დიალექტი? (ნაწილი II) - ინტერვიუ პროფესორ ტარიელ ფუტკარაძესთან 2017, 22 დეკემბერი, 11:58 ბატონი ტარიელ ფუტკარაძე საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი გახლავთ, ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი, 300-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 300-მდე პუბლიცისტური წერილის ავტორი; მან 1991 წლის 9 აპრილს, როგორც საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრმა, ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.
მას ასევე ენათმეცნიერული გამოკვლევები აქვს ქართულ დიალექტებზე; საინტერესოა, რას ფიქრობს იგი ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა მეგრულ მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები: -ბატონო ტარიელ, როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოების აზრი ორადაა გაყოფილი მეგრულთან დაკავშირებით; ნაწილი თვლის, რომ დიალექტია, ნაწილი კი-ენად მიიჩნევს. საინტერესოა, თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. -დავიწყებ იქიდან, რომ თუ ხალხს, მოცემულ საზოგადოებას, ისტორიულად არ შეუქმნია სამწიგნობრო (სამწერლობო) კულტურა მისი მეტყველება არის უმწიგნობრო ენა, ხოლო თუ ხალხს, მოცემულ საზოგადოებას, აქვს სამწიგნობრო კულტურა, ბუნებრივია, მას აქვს სამწიგნობრო ტრადიციის მქონე ენა, რომელსაც აქვს კუთხური მეტყველება- სამწიგნობრო ენის სახესხვაობა, ანუ დიალექტი; ჩვენ შემთხვევაში, თუ ვინმემ შექმნა ოცსაუკუნოვანი ქართული სამწიგნობრო კულტურა, ისტორია, ეს გააკეთა ისტორიული ეგრისის, ოდიშისა თუ დღევანდელი სამეგრელოს ქართველობამ; შემთხვევითი არ არის, რომ ერთ-ერთი პირველი ასომთავრულით შესრულებული ტექსტი შენახულია იოანე ლაზის მონასტერში, ქართული ჰიმნოგრაფიის მამაა იოანე მინჩხი; ქართული სამწიგნობრო კულტურის, ზოგადად, საქართველოს სახელმწიფოს უძველესი ცენტრები იყო ჭყონდიდის, დასავლეთ თუ სამხრეთ საქართველოს, ჭოროხის ხეობის კულტურულ კერებში; თუნდაც ოდიშის სამთავროს დამოუკიდებლად არსებობის დროს დადიანი თუ ანტონ ჭყონდიდელი ავითარებდა ქართულ სამწიგნობრო ენას, როგოროც საკუთარ დედაენას და არა კუთხურ ზეპირმეტყველებას. შესაბამისად, ვინც ამ სამწიგნობრო ისტორიას ართმევს საქართველოს რომელიმე კუთხეს, ნამდვილად არ არის არც ამ კუთხის და არც საქართველოს კეთილმოსურნე. -მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ იმერული დიალექტია, ხოლო მეგრული- არა, რადგან ის ძალიან განსხვავდება, როგორც იმერულისაგან, ასევე ქართული სალიტერატურო ენისგანაც, რას მეტყვით ამის შესახებ? -რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავდება, ამ თემაზე დავიცავი საკანდიდატო და სადოქტორი დისერტაცია, ჩემზე უკეთ ბევრმა არ იცის რით განსხვავდება იმერული მეგრულისაგან. მოდი მდგომარეობას სხვა თვალით შევხედოთ- თქვენ, როგორც ჟურნალისტს, დაგისვამთ შეკითხვას: -ინგლისური, ფრანგული, ბერძნული, სომხური, გერმანული ერების ენებია, არა? ხოლო იმერული, ხევსურული, თუშური, კახური-ერთი ენის დიალექტები, როგორ ფიქრობთ, რომელ ჯგუფს უნდა მივაკუთვნოთ მეგრული მეტყველება? -დიალექტს... -მართალი ხარ, მაგრამ მთავარია, რატომ ხარ მართალი: მსოფლიოს არც ერთი მეტყველება ენად სახელდებული არ არის არც გაგებინების, არც ბგერათშესატყვისობის, ზოგადად, არც მორფოლოგიური, ლექსიკური, სინტაქსური კრიტერიუმების გამო... ენად კვალიფიცირება ხდება სოციოლნგვისტური სტატუსით, ანუ მოცემული საზოგადოების მონაწილეობა, არ მონაწილეობით სამწიგნობრო ენის ქმნადობასთან მიმართებაში; ჩვენ შემთხვევაში, ნათელია, რომ უძველესი დროიდან მოყოლებული ეგრისის/ოდიშის საზოგადოება აქტიურად მონაწილეობდა ქართული სამწიგნობრო ენის განვითრებისათვის... -მართალია, რომ მეგრული და სვანური იუნესკომ ენებად აღიარა და მათი დაცვა დაავალა ქართულ ხელისუფლებას? - რა თქმა უნდა, ასეა, იუნესკოს კვალიფიკაციაში მეგრული მიჩნეულია ენობრივი უმცირესობის მეტყველებად, ასევე-სვანური, ლაზური, რამდენადაც იუნესკოს ინფორმატორებმა თუ რედაქტორებმა არ იციან, რომ მეგრული, სვანური, ლაზური, როგორც ენათა კვალიფიკაცია საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე; უმწერლებო ენა აქვს უმწიგნობრო ხალხს, რომელსაც არ შეუქმნიათ არასოდეს სამწიგნობრო კულტურა... კარგი იქნებოდა იუნესკოს შესაბამისი განყოფილების რედაქტორებს და მათ ინფორმატორებს ცოდნოდათ, რომ მეგრელი, სვანი, ლაზი-სხვა კუთხის წარმომადგენელ ქართველებთან ერთად არიან მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სამწიგნობრო კულტურის, კერძოდ, ქართული სამწიგნობრო ენის შემოქმედნი. -არსებობს მოსაზრება, რომ ქართული სამწიგნობრო ენა დაეფუძნა ქართლ-კახურ დიალექტს, ეს ხომ არ ეწინააღმდეგება იმას რაც თქვენ აღნიშნეთ?
-რითი საბუთდება, რომ ქართველთა სამწიგნობრო ენა დაეფუძნა მხოლოდ ქართლ-კახურ დიალექტს?-ეს არასწორი ინფორმაციები კარგად გავიაზროთ რეალური ფაქტებით; უძველესი ქართული სამწიგნობრო ენა არის ყველასათვის კარგად ნაცნობი ხანმეტი ტექსტების ენა, თუნდაც იაკობ ცურტაველისა, გიორგი მერჩულისა თუ იოანე მინჩხის თხზულებების ენა; ვერც ერთი ადამიანი იტყვის იმას, რომ ეს ენა იგივეა რაც ქართლ-კახური დიალექტი. ყველა ნორმალური ენათმეცნიერი დამეთანხმება, რომ ხანმეტი ტექსტების ენა უფრო ასახავს მეცნიერთა მიერ რეკონსტრუქცირებულ (აღდგენილ) საერთოქართველურ ენას, ანუ ქართველთა თავდაპირველ ენას, ვიდრე ქართლ-კახურ დიალექტს. ხაზგასმით ვამბობ, რომ მრავალსაუკუნოვანი სამწიგნობრო ენა ქართველთა ისტორიული შემოქმედებაა, ყველა ქართველის კუთვნილებაა... თქვენი მკითხველი რომ არ დავღალოთ მოკლედ გეტყვით ჩემს თვალსაზრისს, რომელიც ისტორიული წყაროების, ასევე ცნობილი მეცნიერთა შეჯერებით არის ჩამოყალიბებული: დაახლოებით 35 საუკუნის წინ ცხოვრობდა მეფე აიეტი, ბერძნული წყაროების მიხედვით ამავე პერიოდში იფურჩქნება დიდი კოლხური კულტურა, რომელიც შემონახულია არქეოლოგიურ მასალებში; დაახლოებით, ამავე დროს არსებობდა საერთოქართველური ენა, კოლხური საერთოქართველური კულტურის გავრცელების არეალში. კოლხური ცივილიზაცია არსებობდა ძვ.წ. I ათასწლეულის შუა პერიოდამდე, დაახლოებით 100-200 წლის შემდეგ მეფემ ფარნავაზმა ამავე არეალში ააღორძინა ისტორიული სახელმწიფო ქართლი, რომლის სახელმწიფო ენად გამოაცხადა ქართული ენა, ქართველთა საერთო ენა, შესაბამისად ჩვენთვის ცნობილი ქართული სამწიგნობრო ენა ეფუძნება არა რომელიმე ქართველურ დიალექტს, არამედ ქართველთა საერთო ენას. აი, ამ საერთო-ეროვნულ ქართველურ-ეროვნულ ენასთან მიმართებაში, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ქართველთა ყველა კუთხური მეტყველება მეორეული სახესხვაობაა! ხაზგასმით ვამბობ, რომ მრავალსაუკუნოვანი სამწიგნობრო ენა ქართველთა ისტორიული შემოქმედებაა, ყველა ქართველის კუთვნილებაა! არ გვგონია მომავალში ვინმემ შეძლოს ქართველთა ენობრივ-ეთნიკური დანაწევრება, ისეთი ძლიერი ფესვები აქვს ამ ისტორიას, ჩვენს ერთიან ისტორიას!
პ.ს. დიდი მადლობა ბატონ ტარიელს არგუმენტირებული, დამაჯერებელი ფაქტების გაცნობისათვის; ჩემი მხრივ დავძენ, რომ ქართულ სამწიგნობრო ენას სიცოცხლეს მატებს, ავითარებს კუთხური მეტყველებანი უძველესი დროიდან... ეთნოსს/ერს აქვს ენა, ეთნოსის/ერის ნაწილს-დიალექტი. სამეგრელო საქართველოს, ქართველი საზოგადოების განუყოფელი ნაწილი გახლავთ, შესაბამისად, რა სტატუსი უნდა მივანიჭოთ მათ მეტყველებას?-პასუხი თქვენთვის მომინდვია.
ესაუბრება-მაიკო ქავთარაძე
ასევე, დაგაინტერესებთ: კოლხური არქეოლოგიური კულტურის საზღვრები
1529 9-ს მოსწონს |
2. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან.
3. და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან. ესე არიან ორნი დანი ვითარცა მარიამ და მართაჲ
4. და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა [მახარებელმან]. რამეთუ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.
5. და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაისწარმეტყუელმან, რამეთუ „წელი ათასი – ვითარცა ერთი დღეჲ“.
6. და სახარებასა შინა ქართულსა, ხოლო, თავსა მათეჲსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს. და იტყჳს ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა, –
7. და ესე არს ოთხი დღეჲ და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკუდილითა ნათლისღებისა მისისაითა.
8.და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული – მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა.
9. და სასწაულად ესე აქუს: ას-ოღხი წელი უმეტეჲს სხუათა ენათა ქრისტეჲს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე.
10. და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამებ წარმოგითხარ, ას-ოთხი ესე წელი, და წილი ანბანისაჲ.
ჩადით ესპანეთში, მოუსმინეთ ბასკებს და ნახავთ რამდენ მეგრულ სიტყვას მოკრავთ სიტყვას ყურს.
ბასკური გვარებიც მოიძიეთ, როგორ ერთი ერთში ჯდება თითქმის მეგრულ გვარებთან.
მეორე კორექტულად წერეთ და ზრდილობასაც მოუხმეთ როცა უდანაშაულობის პრეზუმციას ფეხებზე იკიდებთ.
არცერთ ლაზს ლაზური დავიწყებული არა აქვს, თავს თურქს კი არა ლაზს უწოდებს და ამბობს: მე ჩემს მიწაზე ვცხოვრობო და სწორიც არიან, ლაზები ცხოვრობენ ისტორიულ ლაზეთში.
უთხრას ლაზებს ეს და რასაც უპასუხებენ გამოვიდეს "ობიექტივის" ეთერში და თქვას რაც უთხრეს.
რაკი ფუთკარაძის თქმით მეგრულ–ლაზური და სვანური დიალექტებია.
ფუტკარაძეს ისიც ეყოფა მისი პიროვნების წარმოსაჩენად ქართულ ავტონომიას, რომ იცავდა კბილებით საქართველოში.
კრისტოფერ ლამბერტი წერს: "მეგრელები ციფერთვალება, ქერა, ამოდმოუბარნი და ზრდილი ხალხიაო".