x
image
რუსუდან ნადირაშვილი
ქართულ თეატრებში 2012 წლიდან დღემდე მაყურებელთა რაოდენობა გაორმაგებულია

image


ყოველწლიურად ქართულ თეატრებს ნახევარ მილიონზე მეტი მაყურებელი სტუმრობს. 2012 წლიდან დღემდე მაყურებელთა რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია. ბოლო ხუთი წლის მანძილზე 1/3-ით გაიზარდა სპექტაკლების რაოდენობაც. 2012 წელს ქართულ თეატრებში ჯამში 2066 სპექტაკლი გაიმართა, 2016 წელს კი 3022 სპექტაკლი – თითქმის 1000-ით მეტი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2012 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით თეატრს 354 ათასი მაყურებელი სტუმრობდა, ხოლო 2016 წელს - 602 ათასი. 2012-1016 წლამდე მაყურებელთა რაოდენობის ზრდის სტაბილური ზრდის ტენდენცია ფიქსირდება.
2017 წლის მონაცემები ჯერ დაჯამებული არ არის, თუმცა, როგორც თეატრების მენეჯმენტში აღნიშნავენ, ზრდის ტენდენცია 2017 წელსაც შენარჩუნებულია.
მარჯანიშვილის თეატრში გასულ წელს 80 ათასამდე ბილეთი გაიყიდა.
როგორც კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორმა ეკა მაზმიშვილი ამბობს, 80 ათასამდე გაყიდული ბილეთი, 2016 წლის 9 თვის მონაცემებია.
საქართველოში სულ 49 თეატრია. აქედან 24 დასი დედაქალაქში მოღვაწეობს. 2016 წლის მონაცემების მიხედვით, თეატრში მისული 602 ათასი მაყურებლიდან 65, 49% თბილისის თეატრებს სტუმრობდა. მეორე ადგილზე იმერეთია, სადაც 8 თეატრი მოღვაწეობს. გასულ წელს ამ რეგიონში თეატრებს მაყურებელთა საერთო რაოდენობის 13, 57% სტუმრობდა. მაყურებელთა 3, 51% აჭარაზე გადანაწილდა; სამეგრელო - 2.94%; სამცხე-ჯავახეთი - 2, 65%, დანარჩენ რეგიონებზე კი მაყურებლის 11.83% ნაწილდება.
0
12
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0