რელიგია ალაჰი - მთვარის წარმართული ღმერთი 2017, 21 დეკემბერი, 4:09 ისლამის სწავლებით ალლაჰი არის უმაღლესი ღმერთი - შემოქმედი, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს მთავარანგელოზ გაბრიელის (არაბ. ჯაბრაილის) მეშვეობით წინასწარმეტყველ მუჰამედს გაუმხილა, რომ ის არის ღმერთი - ალლაჰი, სამყაროს შემოქმედი. მუსლიმები ამბობენ, რომ ალლაჰი იყო ბიბლიური წინასწარმეტყველების და მოციქულების ღმერთი. ყურანი არ განმარტავს სიტყვა "ალლაჰს", არ ამბობს, თუ ვინ იყო ის სინამდვილეში. წარმართულ პერიოდში არაბები მთვარის ღმერთს უწოდებდნენ - ალლაჰ"-ს. ისლამამდე არაბები თაყვანს სცემდნენ მთვარეს, მზეს, ვარსკვლავებს, პლანეტებს, ხეებს, ცხოველებს, ბუნების ძალებს და ა.შ. ხოლო ალლაჰი იყო მთავარი ღმერთი. ეს სიტყვა წარმოდგება არაბული სიტყვისგან ალ-ილაჰ. "ალ" არის განსაზღვრული არტიკლი, "ილაჰ" კი არაბული სიტყვა, რომელიც ნიშნავს ღმერთს. "ალლაჰი" ნიშნავს ღმერთს, ეს საკუთარი სახელი არ არის, თუმცა ისლამში ის ღმერთის საკუთარ სახელად იქცა. არაბულენოვანი ხალხები, რომლებიც მისდევენ ქრისტიანობას და სხვა რელიგიებს, იყენებენ სიტყვა ალლაჰს ღმერთის აღსანიშნავად. ბიბლიის არაბულ თარგმანში სიტყვა ღმერთი გადათარგმნილია, როგორც "ალლაჰ". ჩრდილოეთ და სამხრეთ არაბეთში აღმოაჩინეს ძვ.წ. მე-5 საუკუნის წარწერები, რომლებიც შეიცავს სახელ ალლაჰს. მუსლიმები თაყვანს სცემენ მას და ასევე ამბობენ, რომ მუსლიმური რელიგია პირდაპირი გაგრძელებაა ბიბლიისა, მაგრამ არქეოლოგიური კვლევები ამტკიცებს, რომ "ალლაჰი" და ისლამი წარმართული რელიგიებიდან იღებს სათავეს. ალლაჰი არის იგივე წარმართული მთვარის ღმერთი, რომელიც დაქორწინებული გახლდათ მზეზე, ხოლო ვარსკვლავები მათი შვილები იყვნენ. ძველ არაბეთში მთვარის ღმერთი იყო მამრობითი სქესის, მზის - მდედრობითი. მთვარის ღმერთს ჰქონდა სხვადასხვა სახელი. ერთ-ერთი უმთავრესი მისი სახელი იყო ალლაჰი. ის დაქორწინებული იყო მზის ქალღმერთზე და ჰყავდათ სამი ქალიშვილი: ალ-ლათი, ალ-უზა და მანათი. 1950 წელს არქეოლოგებმა გათხარეს მთვარის ღმერთის მთავარი ტაძარი ჰაძორში, პალესტინაში, სადაც მთვარის ღმერთის ორი ქანდაკება იპოვეს. ეს იყო მჯდომარე მამაკაცის ქანდაკებები, მკერდზე ამოტვიფრული ნახევარმთვარით. წარწერები ცხადჰყოფს, რომ ეს მთვარის ღმერთის კერპები იყო. იქვე ნაპოვნი სხვა ქანდაკებები წარწერების მიხედვით მთვარის ღმერთის ქალიშვილები არიან. ამ ღვთაებას ხელებით წინ გამოწეულს გამოსახავდნენ, და ამ ხელების ქვეშ თავსდებოდა დიდი თასი, სადაც ცეცხლი ენთო, რომელზეც დროდადრო მიჰქონდათ შესაწირი, ადამიანის ბავშვების სახით. ათასობით წარწერა კედლებსა და კლდეებზე ჩრდილოეთ არაბეთში. ასევე წარწერები უძველეს ლარნაკებსა და თასებზე გვიჩვენებს, რომ არაბები თაყვანს სცემდნენ ალლაჰის ქალიშვილებს. სამი ქალწული - ალ-ლათ, ალ-უზა და მანათ წარმოადგენენ მთვარის ღმერთის ქალიშვილებს. მათი კულტი იყო გავრცელებული არაბულ ხალხებში ისლამამდე. სახელი "ალ-უზზა" ნიშნავს ერთიან ძალას. ეს იყო ცისკრის ვარსკვლავის ქალღმერთი. სახელი ალ-ლათ" უბრალოდ ქალღმერთს ნიშნავს. "მანათ" კი მოხუცი ღვთაება იყო დროის ან ბედის ქალღმერთი. ძველ სამყაროში ძალიან გავრცელებული იყო მთვარის კულტი. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მთვარის ღმერთის ასობით სალოცავი მთელს ახლო აღმოსავლეთში, თურქეთის მთებიდან ნილოსის სანაპიროებამდე. არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ ნახევარმთვარე იყო მთვარის ღმერთის სიმბოლო, როგორც არაბეთში, ასევე მთელს ახლო აღმოსავლეთში. შუმერებიც ეთაყვანებოდნენ მთვარის ღმერთს ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-40 საუკუნიდან. ასურელები, ბაბილონელები და აქადები თაყვანს სცემდნენ მთვარის ღმერთს - "სინს", რომელსაც ეძახდნენ ასევე ნანს და ასიმბაბარს. მისი მეუღლე იყო "შამაში" ანუ მზე. აღმოჩენილია ბაბილონური ფირფიტა შუმერული ლურსმნული წარწერებით, რომელზეც გამოსახულია ღმერთი სინი და მისი სამი ქალღმერთი. ამ ღმერთის ნიშანიც იყო ნახევარმთვარე, რაც სურათზეც კარგად ჩანს. ისტორიკოსები და მეცნიერები დიდი ხანია აღარ დაობენ იმაზე, რომ ალაჰი წარმართული მთვარის ღმერთი იყო, რომელიც დაქორწინებული იყო მზის ქალღმერთზე და ჰყავდათ სამი ქალიშვილი. ამ ღმერთს მორწმუნეები სწირავდნენ შვილებს. ასევე ის ცნობილი იყო, როგორც ბაალი, მოლეხი და ჰუბალი. ვის შეუძლია უარყოს მთვარის უდიდესი მნიშვნელობა მუსლიმთა ცხოვრებაში? მთვარე ითვლება მათთვის ყველაზე წმინდა ასტრალურ ობიექტად. მთვარე არის ხელმძღვანელი ყველა მუსლიმური რიტუალის და დღესასწაულის, იდებისა და რამადანის. ისლამში გადმოტანილია არაბთა წარმართული რიტუალები: რამადანის აღნიშვნა, ქააბას გარშემო შვიდგზის შემოვლა, შავი ქვის თაყვანისცემა, თავის გადაპარსვა, ლოცვა ქალაქ მექას მიმართულებით, ლოცვა პარასკევობით. ვერავინ უარჰყოფს, რომ ეს ჩვეულებები მუჰამედამდეც არსებობდა. ისტორიული ფაქტია, რომ მექაში, სადაც იყო შავი ქვა (სავარაუდოდ მეტეორიტი), წარმართულ ღვთაებას სცემდნენ თაყვანს. მეცნიერები და ისტორიკოსები აღარ დაობენ, რომ ალაჰის კერპი შეიქმნა ქააბაში იმ დროს არსებული სხვა სამასზე მეტ ღვთაებათა კერპებთან ერთად. წარმართებიც ლოცულობდნენ მექას და ქააბას მიმართულებით რამდენჯერმე დღეში, დარბოდნენ მთვარის ღმერთის ტაძრის ირგვლივ, რომელსაც ქააბა ერქვა და ეამბორებოდნენ შავ ქვას. ამ ყველაფერს ბიბლიაც ადასტურებს - ძველ აღთქმაში ღმერთმა აუკრძალა ადამიანებს მთვარის ღმერთის თაყვანისცემა. მეორე რჯული 4:19 - რომ ცისკენ ახედვისას და მზის, მთვარისა და ვარსკვლავების, ცის მთელი მხედრობის დანახვისას არ შეცდე და თაყვანი არ სცე მათ, არ მესახურო მათ, რომლებიც შეუქმნა უფალმა, შენმა ღმერთმა ყველა ხალხს მთელს ცისქვეშეთში. მეორე რჯული 17:3 - წავა და შეუდგება უცხო ღმერთების სამსახურს. და თაყვანს სცემს მათ. მზეს ან მთვარეს ან ცის მხედრობას, რაც ავკრძალე. იერემია წინასწარმეტყველი 8:2; 19:3; მეოთხე მეფეთა 21:3 და სხვ. მუჰამედს არ უქადაგია არაბებისთვის ახალი რელიგია და ახალი ღმერთი. არც არაბები ადანაშაულებდნენ მუჰამედს სხვა ღმერთის ქადაგებაში. ალაჰი მაშინ მთვარის ღმერთი იყო და მუჰამედმა წარმართები მიიმხრო იმით, რომ ის აღიარებდა ალაჰს ღმერთად, ხოლო შემდეგ ქრისტიანებს და ებრაელებსაც მისი აღიარებისკენ მოუწოდა, მაგრამ მათ უარჰყვეს ის, რადგან მშვენივრად იცოდნენ, რომ ალაჰი ჩვეულებრივი მთვარის წარმართული ღმერთი იყო. ქურაიშის ტომი, სადაც მუჰამედი დაიბადა, განსაკუთრებით ეთაყვანებოდა მთვარის ღმერთ - ალაჰს და მის სამ ქალიშვილს - ალ-ლათს, ალ-უზას და მანათს. ისინი ითვლებოდნენ შუამავლებად ხალხსა და ალლაჰს შორის. მუჰამედს მოუწია კომპრომისზე წასვლა და ერთი პერიოდი აღიარა ამ ქალღმერთების თანაზიარობაც ალლაჰის ძალაუფლებასთან, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი მიემხრო და ის დიდი წინააღმდეგობა ჩაეხშო, რაც მის მიერ მხოლოდ ალლაჰის უზენაესობის გამოცხადებას და ამ ქალღმერთთა უგულებელყოფას მოჰყვა მექელ ხალხში. წარმართულ არაბეთში არაბები ალაჰს იყენებდნენ, როგორც კაცის სახელსაც. მუჰამედის მამის ზუსტი არაბული სახელი არის აბდ-ალაჰ, მისი ბიძის სახელი იყო ობეიდ-ალაჰ. ეს სახელები გვიჩვენებს, რომ მუჰამედის წარმართი ოჯახი ეთაყვანებოდა მთვარის ღმერთ ალაჰს. განათლებულმა მუსლიმებმა ეს ფაქტები მშვენივრად იციან. ნახევარმთვარე იყო უძველესი წარმართული სიმბოლო, რომელიც გავრცელებული იყო მთელს ახლო აღმოსავლეთში და ამ ხალხისთვის ნაცნობი სიმბოლოს ისლამის როგორც ახალი რელიგიის სიმბოლოდ გადაქცევამ ძალიან შეუწყო ხელი ხალხში ისლამის მიმღებლობის გაზრდას და საბოლოოდ ისლამის გავრცელებას და დამკვიდრებას. ისლამის და ყურანის ახსნა სრულიად შესაძლებელია პრე-ისლამური ანუ ისლამამდელი პერიოდის კულტურის თვალთახედვით. როგორც ხედავთ "ალლაჰი" ან "ალაჰი" არ არის ბიბლიის ღმერთი. ისლამი სხვა არაფერია, თუ არა წარმართული მთვარის კულტის გადმონაშთი, რომელმაც კერპთაყვანისმცემლობისგან მხოლოდ ცერემონიები კი არა, ღმერთის სახელიც კი გადმოიღო. 799 4-ს მოსწონს 1-ს არა |