ისტორია პირველი ქართული ავტომობილი 2012, 21 ივნისი, 12:18 პირველი ქართული ავტომობილი და ჯერჯერობით უკანასკნელი, ქუთაისის ავტოქარხნის კონვეირიდან 1951 წლის 18 აგვისტოს გამოვიდა.თავის არსებობის მანძილზე ქარხანამ 8 სახეობის სატვირთო გამოუშვა, შეიძლება ბევრმა არც იცოდეს რომ სწორედ ქუთაისში საბჭოეთში პირველად შეიქმნა უკაპოტო, კაბინიანი ავტომობილი, (მძღოლის საძინებლით) შემუშავებული ქართველი კონსტრუქტორების მიერ."კოლხიდა"(კაზ-606). ქარხანა წელიწადში 20000 ავტომობილს უშვებდა და დასქმებული იყო 16 000 კაცი.საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქარხნის მესვეურები უშედეგოდ ეცადნენ მოეზიდათ ინვესტორები, იყო მოლაპარაკება გერმანელებთან, ინდოელებთან და სხვა.დღეისთვის ნამდვილად ვერ დაინახავთ ქუჩაში მოძრავ "კოლხიდას". 3510 15-ს მოსწონს
|