საზოგადოებრივი მეგრული ენაა თუ დიალექტი? საინტერესოა, რას ფიქრობს ამაზე ქართული საზოგადოება 2017, 20 დეკემბერი, 19:34 იცოდით?-დედამიწის მოსახლეობის ენათა რაოდენობა 4000-დან 7000-მდე მერყეობს, მათგან 3000 ენობრივი ერთეულის სტატუსი სპეციალისტების მიერ სხვადასხვაგვარადაა წარმოდგენილი, ეს გამოწვეულია იმით, რომ სანდო კრიტერიუმების არარსებობის გამო რთულია ენისა და დიალექტის, კილოსა და კილოკავის გამიჯვნა; შესაბამისად მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერთა შეხედულებებიც განსხვავებულია ერთმანეთისაგან... საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ზოგჯერ აგრესორი ქვეყნის მესვეურნი თვითმიზნურ ენობრივ პოლიტიკას იდეოლოგიურ იარაღად იყენებენ: დასაპყრობი ტერიტორიის მცხოვრებელი საზოგადოებისათვის ერთიანი ეროვნული ცნობიერების დასაშლელად მათ დიალექტებს აცხადებენ ენებად, შემდეგ კი ამ დიალექტების მიხედვით უქმნიან ისტორიულისაგან განსხვავებულ ანბანს და უბიძგებენ კულტურულ-სახელმწიფოებრივი გამიჯვნისაკენ. რუსეთის იმპერიამ ქართული სამეფო-სამთავროები დაიპყრო XIX საუკუნეში, ამ დროიდან აგრესორი ქვეყანა საქართველოს ენობრივ პოლიტიკას "დაყავი და იბატონეს" პრინციპით გეგმავდა. ამ გარემოებებით უნდა აიხსნას ქართველური ენობრივი სამყაროს შესახებ არსებული წინააღმდეგობრივი შეხედულებები. კერძოდ, საქართველოში, რუსული მმართველობის დამყარების შემდგომ აქტიურდება დასავლურ ქართველურ კილოთა ენებად გამოცხადების ტენდენცია. მაგალითად: ალექსანდრე ცაგარელი თავის ნაშრომებში წერს, რომ მეგრული, ლაზური და სვანური იბერიული ფუძეენის დიალექტებია და სტატუსით არ განსხვავდება ამ ენის გურული, ფშაური, ხევსურული, თუშური კილოებისაგან (1873)... სხვა ნაშრომებში იგი მეგრულს, სვანურს და ლაზურს ენებს უწოდებს (1880). ქართველურ ენა-კილოთა განსაზღვრა არათანმიმდევრულია ნიკო მარის პოზიციაშიც. მეგრულის, სვანურის, ლაზურის აღსანიშნავად მკვლევარი ხან ტერმინ "დიალექტს" იყენებს, ხან "ენას". მაგალითად, ის წერს: "საუკუნეების მანძილზე ერთიანი ქართული ნაციონალური კულტურა შეიქმნა ყველა ქართველური ტომის მიერ, ამიტომააა, რომ საღვთო წერილის ტექსტში ჩვენ ვპოულობთ წმინდა ჭანურს, ანდა მეგრულს და სხვა სიტყვებს. ამ რეალურის კულტურულ-ისტორიული შეხედულებით ქართული სალიტერატურო ენა იმდენათვე სვანურია და მეგრული, იმდენათვე გურული და იმერული, რამდენათაც ქართული... ის არის ღვიძლი სამწერლო ენა ყველა საქართველოს ტომებისათვის". რუსეთის მეცნიერებათა ნამდვილ წევრად არჩევამდე ნიკო მარი ქართველებს იცავდა ცარიზმის მიერ დაგეგმილი "სამეცნიერო შემოტევებებისაგან", შემდგომ კი იგი თავად გახდა ამ ყველაფრის მონაწილე. რუსული სამეცნიერო პოლიტიკა არ შემოფარგლულა მხოლოდ მეცნიერთა გადაბირებებით, მან ნელ-ნელა მოახერხა და ქართველთა ცნობიერებაში საინფორმაციო გზით დაამკვიდრა ტერმინი "ენა" მეგრულ დიალექტთან მიმართებაში. საპატრიარქოს ქართული უნივერსტეტის სტუდენტებმა ჩაატარეს გამოკითხვა, თუ რას ფიქრობს ქართული საზოგადოება მეგრულთან დაკავშირებით. გამოიკითხულთა 52% თვლის რომ დიალექტია, რადგან სამეგრელო საქართველოს ნაწილია და შესაბამისად, მათ აქვთ კუთხური მეტყველება; 42% ფიქრობს, რომ ენაა, ძირითადად ვერ პასუხობდნენ თუ რატომ ფიქრობდნენ ასე, მათი არგუმენტები: სადღაც წავიკითხე, ასე მასწავლეს, ზოგიერთი ასახელებდა გაგებინების ფაქტორსაც.. აი, რას ფიქრობდა ზოგიერთი მათგანი: "დიალექტია, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ქვეყნის კონკრეტული კუთხის წარმომადგენლები იყენებენ და არა მთელი ქვეყანა..." "დიალექტია, რადგან სამეგრელო საქართველოს კუთხეა და შესაბამისად მეტყველებაც კუთხურია."
იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მეგრული "გაღმერთებული" ჰქონდათ, მაგალითად: "ენაა, ცხრა მილიონიანი სიტყვაა მეგრულში... უმაგრესი, უძლიერესი ენაა..." "უძველესი ქართველური ენაა, მასში კოდირებული ინფორმაციაა დაშიფრული, სუფთა მეგრელი-სუფთა ქართველი." ვფიქრობ, ძალიან ნათელი და მარტივია-სამეგრელო საქართველოს ნაწილია, საქართველოს კუთხეა, რაც განაპირობებს იმას, რომ მეგრული დიალექტია და არა-ენა, ისევე, როგორც ხევსურული, თუშური, იმერული, კახური და სხვა. აქვე დავძენ, რომ ენა აქვს ეთნოსს/ერს, ხოლო დიალექტი-ეთნოსის/ერის ნაწილს.
2970 8-ს მოსწონს 3-ს არა |
მეტყველებდეს, მაშინ ქართული იქნებოდა დიალექტი. ეს არ არის მეცნიერული ნაშრომი, ეს არის პოლიტიკური ნაწერი და ესეთი გამოხდომები უფრო ანაწევრებს ერს, ამიტომ ინტერნეტის ქონა ყველა პირადი შეხედულების წერის აუცილებლობას არ ნიშნავს, ცოტა ფიქრიც დააყოლეთ საქმეს.
სად იყო ტერმინი ქართველი საერთოდ როცა კოლხეთის სამეფო იყო?
ტექმინი ქართველი ძალზე გვიან შემოვიდა ისევე, როგორც ტერმინი საქართველო/
დღესაც არ ვთვლი, რომ ისტორიული რეალობიდან და სამართლიანობიდან გამომდინარე ჩვენს ქვეყანას საქართველო უნდა ერქვას.
ესაა კოლხურ-იბერიული ეთნოსების ერთობა და წერტილი.
წაიკითხეთ ჯანაშია, გაეცანით ნიკო მარის, ჯავახიშვილის, შანიძის შრომებს და მათ ნათქვამს მეგრულ-ლაზურ და სვანურ ენებთან დაკავშირებით, რომის პაპზე დიდ კათოლიკობას ცდილობს ტარიელა და მისი ავაზაკთა გუნდი, ნუ დაადგებით მათ გზას.
გამორიცხულია ქართულ-ზანური ყოფილიყო კოლხიდელების სალაპარაკო ენა.
წყარო დამიდეთ თუ შეიძლება.
თქვენ ბრძანეთ ქართულ-ჭანურის დიალექტებია მეგრული, ლაზური და სვანური (მიკვირს მეგრულს ლაზურისგან რატომ ჰყოფთ), მოდით დამიტოვეთ თქვენი ტელეფონის ნომერი, დაგირეკავთ და გაგესაუბრებით მეგრულად და სვანურად, მაინტერესებს რამეს თუ გაიგებთ...
ასევე, ქრისტეს შობამდე მეორე ათასწლეულის შუა ხანებშივე დაშლას იწყებს ეს ქართულ-ზანური ენების ერთობა და ამის შემდეგ ზანური (კოლხური) ენის მატარებელი ეთნიკური ჯგუფი, მეგრულ-ჭანური, ლაზური დიალექტით თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოს და სამხრეთით მდებარე მხარეებს იკავებს.
მეგრულ-ჭანური და ლაზური ერთი ენის - ზანურის დიალექტებია.
ანუ ზანური ქართულთან ერთად იყო ენათა ერთობა - ქართულ ზანური (კოლხური) ერთობა, რომელიც დაიშალა და მეგრული მაშინვე იყო დიალექტი სხვა ბევრ დიალექტთან ერთად, ქრისტეს შობამდე ენერბი არ არსებობდა, არსებობა 1 ქართლ ზანური ენა!
ქართულ-ზანური ენის ერთობის დაშლის შემდეგ რაც დარჩა დიალექტები, (მეგრულ ჭანული, ლაზური სვანური და აშ.) დასავლეთში და აღმოსავლეთში, დარჩენილ დიალექტების ერთობით ქართული ენა ჩამოყალიბდა, რომლის მატარებელი ეთნოსი მთელ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში და მიმდებარე მხარეების მიწა წყალზე ვრცელდება.
უფრო გვიან ქართლის სამეფოს ჩამოყალიბების
შემდეგ, ქართული ენა იქცა ამ ახლადშექმნილი ქართული სამეფოს სახლმწიფო ენად რომელმაც შემდგმომ თავისი გავლენა გაავრცელა დასავლეთ საქართველოზეც სადაც ზანური ენის დიალექტები იყო შემორჩნილი და დღემდე შემონახულია მყარად!
ანუ ქართულ-ზანური იყო ენა ერთიანი თავისი შემავალი დიალექტებით! მეგრულ ჭანურით, ლაზურით, სვანურით და რამდენს ჩამოთვლი კიდე ყველამ ვიცით.
ქართული ენისთვის შენაკადებია მისი დიალექტები სწორედ მათგან უნდა მოხდეს ქართული ენის ლექსიკის შევსება.
ქართულ ენასთან ერთად, მეგრული ისევე როგორც სვანური და ლაზური (დიალექტები) საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ერის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, ქართველური ცივილიზაციის მასულდგმულებელი წყაროებია და ცოცხალ ორგანიზმს წარმოადგენს, ისევე როგორც სვანურს, მეგრულს ისეთი სიტყვებიც აქვთ რომლებიც არც ერთ ენაზე არ ითარგმნება.
ვისაც რა გინდათ ის ილაპარაკეთ, სამეგრელო და მეგრული იყო, არის და იქნება საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე და დიალექტი. ვამაყობ რომ , საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში დაბადებული და ლაღად გაზრდი
რადგან როცა კოლხეთის იმპერია თავის ზენიტში იყო ქართლი მაშინ იწყებდა ჩამოყალიბებას როგორც სახელმწიფო წარმონაქმნი.
ზანურ-ლაზურ-მეგრული ცალსახად ენაა, ისევე როგორც სვანური. ეს ასე, რომ არ ყოფილიყო იუნესკო წინა ხელისუფლებას ჯერ რეკომენდაციას მერე კი ოფიციალურ მოთხოვნას არ მისცემდა ამ ენების დასაცავად.
კოლხებს და ეგრისელებს საკუთარი დამწერლობა არ ჰქონდათო! რითი ამტკიცებენ ამას?
გაიშიფრება კოლხური ფესკომ რომლის წარწერები იდენტურია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ხაბუმეში ნაპოვნი ქვის, რომელზეც ჯერჯერობით უცნობი დამწერლობითაა დაწერილი ტექსტი, იგივე დამწერლობაა გამოყენებული სამტრედიის მუნიციპალიტეტში ნაპოვნ ქვაზე.
ბასკებზე, რომ წერენ ბასკები მეგრელების მონათესავე ხალხია, იმდენი მეგრული სიტყვაა მათ სსაუბრო მეტყველებაში და მეგრული გვარები გაგიკვირდებათ.
"არა არს დაფარული, რომელიც არ გამომჟღავნდეს"!
მე არც სეპარატისტულ მოწოდებას ვაკეთებ და არც ახალი ველოსიპედის გამოგონებას ვცდილობ, ჩემი სურვილია ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას ისე, როგორცაა და როგორც ამას ისტორიული რეალობა და სამართლიანობა მოითხოვს...
ჩვენს ენას დიალექტი დავარქვათ თუ ენა, ამით ჩვენ შეურაცხყოფას გვაყენებთ რომ იცოდეთ! მესამე, ეთნოსი და ერი ერთიდაიგივე არ არის, არის მეგრელი ეთნოსი, რომელიც სხვა ეთნოსთან(მაგ. სვანებთან და იბერიელებთან ერთად ქმნის ქართულ ერს!
ქართლსაც ვენაცვალე და კახეთსაც განა მწყინს, მაგრამ როცა კოლხეთის იმპერიაზე გაკვრითაა საუბარი და ეგრისის სამეფოზე, უბრალოდ ძალიან საწყენია.