სოფლის მეურნეობა ლაშა ონიანს, გერმანიაში, საკუთარი სახლის აივანზე იმ რაოდენობის ყურძენი მოჰყავს, რომ მისგან მშვენიერ ღვინოსაც აყენებს 2017, 20 დეკემბერი, 16:48 საქართველოდან უცხოეთში უამრავი ცნობილი თუ უცნობი ადამიანი წასულა და დამკვიდრებულა. ჩვენი წარმატებული თანამემამულე, რეჟისორი ლაშა ონიანი უკვე 25 წელიწადია გერმანიაში, (ზაარბრიუკენი) ოჯახთან ერთად ცხოვრობს და საქმიანობს. "25 წელია, გერმანიაში ვცხოვრობ და ვმუშაობ. აქ ცხოვრება რეალიზმზეა აწყობილი - არსებობს იდეების ხორცშესხმის რეალური შესაძლებლობა, შრომა ფასდება, ადამიანის ღირსების პატივისცემა ჩვეულებრივი ამბავია. შრომა ეკონომიკური მდგომარეობის, ხელფასის გარანტიაა. ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა, რომელმაც ყოველგვარი "პატრონების" გარეშე წარმატების გზაზე დამაყენა მაშინ, როცა საქართველოში აღარაფრის შანსი აღარ მქონდა. მასწავლა ისიც, თუ როგორ უნდა იყოს ქვეყანა სუფთა და მოვლილი, რაც სამშობლოს სიყვარულის ტოლფასია!" - ამბობს ჩვენი რესპონდენტი. ლაშა ონიანს, გერმანიაში, საკუთარი სახლის აივანზე იმ რაოდენობის ყურძენი მოჰყავს, რომ მისგან მშენიერ ღვინოსაც აყენებს.
"საკმაოდ მოზრდილი საკუთარი სახლი მაქვს, კოხტა ეზოთი და ტერასა ქოლგით, სადაც ქოთნებში ბევრ მცენარეს ვახარებ და ისინიც იქაურობას ალამაზებენ. მათზე ზრუნავს მთელი ოჯახი... სახლი რომ ვიყიდე, ეზოში ვაზი დამხვდა - არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო. დორნფელდერის ჯიშია. მოვუარე - ვრწყავდი, ვსხლავდი, ტოტებს მიმართულება მივეცი, ჩვენებურად ტალავერი გავმართე და ტერასაზე ამოვიყვანე. გაიხარა და გაალამაზა გარემო. 90-110 კილოგრამი ყურძენი იკრიფება. იხილეთ მეტი 133 შეფასება არ არის
|