სოფლის მეურნეობა არსებობს თუ არა თბილისური ვაზის ჯიშები და სად იყო უძველესი ვენახები თბილისში 2017, 20 დეკემბერი, 13:36 ვაზის იშვიათი ჯიშები ქართული მეღვინეობის ნამდვილი საგანძურია. სამწუხაროდ ამ ჯიშების უმეტესობა საბჭოთა კავშირის პერიოდში ან გაქრა, ანდა საკოლექციო ნაკვეთებშიღა შემორჩა. ამის მიზეზი პირველ ყოვლისა ის გახლავთ, რომ საბჭოთა კავშირი ღვინის მასობრივ წარმოებაზე იყო ორიენტირებული, შედარებთ მცირემოსავლიანი, მაგრამ გამორჩეული და უნიკალური ვაზის ჯიშების ადგილი კი უზარმაზარ საბჭოთა ღვინის მრეწველობაში ვერ გამოინახა.
საქართველოში ვენახებს მხოლოდ რეგიონებში არ აშენებდნენ. არსებობდა (და დღესაც არსებობს) ვაზის ისეთი ჯიშები, რომლებიც სწორედ თბილისის მიკროზონაში ხარობდა. თბილისური ვაზის ჯიშები, არაფრით ჩამოუვარდებოდა არც ერთი კუთხის ჯიშებს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მართალია ნელი ტემპით, მაგრამ მაინც დაიწყო ვაზის თბილისური ჯიშების მოძიება და ვენახებში დაბრუნება. ამას თავიდან ძირითადად ენთუზიაზისტები აკეთებდნენ, თუმცა ამ ჯიშებით ქართული ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიები ჯერ არ დაინტერესებულან. იხილეთ მეტი 77 3-ს მოსწონს
|