პარამეცნიერებები როგორ მართავენ არქონტები (ბოროტი ანგელოიდები იგივე რეფტილოიდები) მსოფლიოს 2017, 19 დეკემბერი, 15:53 მსოფლიოში დომინირებს ცენზურა და ფარული ძალა.
დევიდ აიკი და მრავალი სხვა კონსპიროლოგი აგერ უკვე 2017 წელია რაც საუბრობს იმაზე რომ ჩვენს მზის სისტემას მართავენ ბოროტი ძალები. პირველად ამაზე საუბარი დაიწყეს გნოსტიკოსებმა. ისინი 325 წლის ნიკეის დადგენილებით პირწმინდად გაანადგურეს და გაჟლიტეს, რადგან იმ ზეადამიანურ არსებებს, რომლებიც მსოფლიოს უკვე დიდი ხანია ფარულად მართავენ, არ აწყობდათ ის სიმართლე რომელიც გნოსტიკოსებმა იცოდნენ. ისინი (გნოსტიკოსები) ამბობდნენ რომ სატურნის ორბიტის ჩათვლით ჩვენს მზის სისტემას მართავენ ბოროტი ანგელოზები – არქონტები. არქონტებს სისტემა 8 სექტორად აქვთ დაყოფილი; დედამიწა + "7 ცა". ბერძნები კოსმიურ სივრცეს მთვარის ორბიტიდან სატურნამდე უწოდებდნენ "ჰიპერ ურანიას", რაც ნიშნავს "ზე ცას" ანუ იმას რაც მიწიერი ცის (ატმოსფეროს) მიღმა ძევს. იქ მათი აზრით ცხოვრობდნენ "ღმერთები". ბერძნების აზრით სატურნს მართავდა ღმერთი კრონოსი (რომაულად "სატურნი"), იუპიტერს – ზევსი და ა.შ. ბერძნებიც კი ამტკიცებდნენ რომ სატურნის იქეთ უკვე სხვა სამყარო იწყება. სწორედ ამაზე მიუთითებდნენ გნოსტიკოსი ქრისტიანები. ამის შესახებ წერდა თეოსოფი ქალი ელენა ბლავატსკაია.
შეთქმულების თეორეტიკოსი დევიდ აიკი ამტკიცებს რომ მსოფლიოს მართავენ რეფტილოიდები, რომლებსაც არქონტებთან აკავშირებს და თვლის რომ მათი მიზანია ადამიანთა სულიერი, ფსიქიკური და ფიზიკური დამონება. რეფტილოიდები აკონტროლებენ მთელს მსოფლიოს და უკლებლივ ყველა პოლიტიკურ და რელიგიურ ორგანიზაციას, მთელს საბანკო სისტემას და მასთან დაკავშირებულ ბიზნეს კორპორაციებს. ესაა ერთიანი სისტემა.
მსოფლიოში არსებობს ცენზურა. ნებისმიერი ინფორმაცია იფილტრება და ყველანი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ვართ, მაგრამ ისმის კითხვა ვის უნდა ეს? ცხადია რომ პოლიტიკური და რელიგიური ფიგურები და ბანკირ–ბიზნესმენები დომინირებენ, მათ არ აინტერესებთ ადამიანთა განვითარება, ბედნიერება და პიროვნული თავისუფლება, მაგრამ ნუთუ მათ მიღმა არავინ არ დგას??... სწორედაც რომ დგას თუ დავუჯერებთ აიკს და გნოსტიკოსებს. მიწიერი ელიტის ანუ იგივე უნივერსალურ ცენზორთა პალატის მიღმა დგანან არქონტები, ახლო კოსმოსის მმართველი რეფტილოიდი ანგელოიდები, რომელთა ერთადერთი სურვილია დომინაცია ჩვენზე, რადგანაც ისინი არიან ენერგეტიკული პარაზიტები, რომლებიც იკვებებიან ადამიანთა ნეგატიური ენერგიით.
მონოთეიზმი, კაპიტალიზმი, დამახინჯებული "კომუნიზმი" (სტალინიზმი), მუსოლინის ფაშიზმი, ჰიტლერის ნაციზმი, კონფუციონიზმი, სექსოფობია, ჰედონოფობია, ჰეროფობია, ჰილეფობია, ჰიმნოფობია, ანტისექსუალიზმი, ასექსუალიზმი და მრავალი სხვა რეპრესიული ხასიათის "ტრადიცია" და "დოგმა" მომდინარეობს არქონტებისგან, რათა კარგად დატანჯონ ადამიანთა რასა. სექსუალურ პლანში აკრძალვებიც იმისთვის არსებობს რათა ადამიანებს განუვითარდეთ სტრესი, გამოასხივონ ნეგატიური ფსიქიკური და სულიერი ენერგია და გამოკვებონ არქონტები. არქონტების პოლიტიკა ასეთია: ჯერ დატანჯავენ ადამიანებს, მერე ერთმანეთს შეაჯახებენ და ბოლოს გაფრქვეულ ნეგატიურ ენერგიას შეკრებენ და კარგად გამოძრებიან. ჩვენ მათი ფერმა ვართ. თქვენი აზრით რატომ არსებობს სიღატაკე? რელიგიური ექსტრემიზმი? ედალტოცენტრიზმი? სექსოფობია და აკრძალვები სექსუალურ პლანში? რატომ? რატომ და იმიტომ რომ არქონტებს აწყობთ ეს, მათ სურთ რომ დავკარგოთ თავისუფალი ნება და ტანჯვის ენერგია ვასხივოთ კოსმოსში. ისინი იკვებებიან ჩვენი ნეგატიური ემოციებით. ნებისმიერი კონფლიქტის ავტორები არიან არქონტები, რადგანაც კონფლიქტი = ნეგატიური ემოციები, ხოლო ნეგატიური ემოცია = ტანჯვის ენერგიის იმპულსები, რომლებითაც ისინი ისევე იკვებებიან როგორც ჩვენ წყლით და პურით. არქონტებს არ აწყობთ უტოპია. მათ აწყობთ ცენზურა. მათ აწყობთ ურჩი ადამიანების "ხალხის მტრებად" შერაცხვა და მათ წინააღმდეგ მორჩილი მონების აღძრვა. არქონტებს არ აწყობთ სექსუალური თავისუფლება და თავისუფალი სიყვარული. ინტერნეტ სივრცე არის არქონტების მიერ კონტროლირებადი სექტორი. ისინი მართავენ ადამიანური სამყაროს თითოეულ სექტორს. არქონტები არ არიან დაინტერესებულნი მეცნიერების და ფილოსოფიის განვითარებით. არქონტებს ემსახურებიან მსოფლიოს პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები. ესაა ჩემი როგორც კონსპიროლოგის და ეზოთერიკი გნოსტიკოსის მოსაზრება. დანარჩენი თქვენ იცით. 252 1-ს მოსწონს
|