სოფლის მეურნეობა რატომ რგავენ ვენახში ვარდებს - ის, რაც აქამდე არ იცოდით 2017, 19 დეკემბერი, 12:54
ალბათ, ხშირად გინახავთ, რომ ევროპელი მევენახეები საკუთარ ვენახში ვარდებს რგავენ. ვენახებში ვარდების დარგვის ტრადიცია საქართველოშიცაა დამკვიდრებული.
აღსანიშნავია, რომ ვენახებში ვარდების დარგვა არ გახლავთ მხოლოდ ვენახის ესთეტიკური სილამაზისთვის მიღებული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ძალიან ცდებიან ისინი, ვისაც მიაჩნიათ, რომ ვარდისგან შეიძლება ვაზის “დამტვერვა“ მოხდეს და ამ გზით ღვინის არომატი გაუმჯობესდეს.
სხვათა შორის, მცდარი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ვენახთან ახლოს გაშენებულმა ყვავილებმა ან/და ხილმა ყურძნის არომატზე და სუნზე რაიმე გავლენა შეიძლება მოახდინოს - საქართველოში სამწუხაროდ გავრცელებულია. სხვა მცენარეები და ამ შემთხვევაში ვარდი ყურძენზე გავლენას არასდროს მოახდენს და ძალიან ცდება ის, ვინც ამბობს, რომ მისი ღვინის გემო და სურნელება, ვაზის პარალელურად სხვა მცენარეებს უკავშირდება.
მაშ რატომ რგავენ ვარდებს ვენახში? ამას მეტად პრაქტიკული და სწორი მიზეზი გააჩნია. ვარდი არის ვაზის ცნობილი დაავადების - ჭრაქის ერთგვარი სენსორი და ეს დაავადება ვარდს ვენახზე დაახლოებით 2-3 დღით ადრე უჩნდება. იხილეთ მეტი 5978 3-ს მოსწონს
|