კინო რამდენად მისაღებია ამ საყვარელი ზღაპრებიდან ასეთი საშინელი ფილმების გადაღება 2017, 18 დეკემბერი, 12:41 თუ შეგიძლიათ ამ ფილმებიდან რომელიმეს გამოცნობა? ისინი ხომ ზღაპრიდანაა აღებული, მაგრამ თქვენს შვილებს დარწმუნებული ვარ ეცოდინებათ.ძალიან კარგია როდესაც ზღაპრები ფილმებად იქცევა და ბავშვები უკეთესად წარმოიდგენენ იმ სამყაროს, რომლის შესახებაც კითხულობენ, მაგრამ რამდენად შეესაბამება ამგვარი ფილმები ზღაპარს და რამდენად მისაღებია ის ფქტი, რომ მას პატარებმა უყურონ თქვენ გადაწყვიტეთ.
ტყეში ფილმი ჯეიმს ლაპინის წიგნს ეფუძნება, სადაც მოთხრობილია ძმები გრიმებისა და ჩარლზ პერირატის მიერ სხვადასხვა ზღაპრის ამბავი .იგი 2014 წელს გამოვიდა. შრეკი ანიმაციური ფილმი ცნობილია იმით, რომ იგი ყველა ზღაპრის ისტორიის პაროდიას წარმოადგენს.ნამდვილად ირონიული ფილმია, მაგრამ პატარებს ძალიან უყვართ. გაყინული არ არსებობს, რომ არ იცოდეთ ამ ზღაპრის შესახებ და მეტიც, გიმღერიათ კიდეც მისი სიმღერა ელზაზე და ანაზე. ფილმი 2013 წელს გამოვიდა და რა თქმა უნდა კლასიკური ზღაპარი ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახელწოდებით, თოვლი დედოფლიდან იყო შთაგონებული. თუმცა, დისნეიმ აშკარად მიიქცია სხვა ამბების გადმოცემით ყურადღება, რაც, ალბათ, ყველაზე კარგი იყო, რადგან ფილმი იმდენად შეუყვარდათ, რომ მოითხოვეს გაგრძელება, რომელიც 2019 წელს გამოვა. მალეფისენტი ეს არის კლასიკური ზღაპარი ჩარლზ პერაულტის მძინარე მზეთუნახავიდან. ფილმი გამოიცა 2014 წელს და ოსკარზე “საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი" გამარჯვებულად დასახელდა. აქ საუბარი არაა რამდენად კარგი ან ცუდია ფილმი, ან როგორაა შესრულებული როლი, რადგან ამაზე დავა ნამდვილად არ არის.აქ საუბარია იმაზე, რომ ზოგიერთი ეს ფილმი ადაპტირებული აღარ არის ბავშვებისთვის, რეჟისორები, როგორც ჩანს დარწმუნდნენ, რომ ის ასევე მოზრდილთათვისაც შესაფერისი იქნებოდა. ამგვარი ფილმები კიდევ უამრავი გამოვა და ნამდვილად საჭიროა გაესაუბროთ ამაზე ბავშვებსა და ოჯახის წევრებს. 31 9-ს მოსწონს
|