შოუბიზნესი ქართველი ნათია თოდუა გერმანული "ვოისის" გამარჯვებული გახდა 2017, 18 დეკემბერი, 9:56 ქართულ X ფაქტორში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ აფხაზეთიდან დევნილმა კონკურსანტმა ნათია თოდუამ ფინალურ ლაივშოუზე გერმანელი მოსაახლეობის მაღალი შეფასება დაიმსახურა, ხმათა 50, 10% მიიღო და 2017 წლის გერმანული "ვოისის" გამარჯვებული გახდა.
ნათიამ The Voice of Germany-ს ფინალში 4 სიმღერა იმღერა.
გერმანული მედიის ინფორმაციით შესაძლოა ნათია თოდუამ ევროვიზიის კონკურსზე 2018 წელს გერმანია წარადგინოს.
შეგახსენებთ, ნათია თოდუამ ნახევარფინალზე Queen -ის Somebody to love შეასრულა, მაღალი შეფასება მიიღო და ფინალში მოხვდა.
კონკურსანტს გამარჯვება საქართველოს ხელისუფლებამ მიულოცა.
201 5-ს მოსწონს
|