x
image
თათანიკა
როგორ გამოვაცხოთ უგემრიელესი ლობიანი
image

ცომი

ფქვილი, მარილი, საფუარი, წყალი, ზეთი.

2 ჩკ საფუარი გავხსნათ თბილ წყალში 1/2 ჩკ შაქართან ერთად და დავაყენოთ საფუარი 20 წუთით. ჯამში ჩავყაროთ 1გკ ფქვილი, ჩავყაროთ მარილი გემოვნებით, ჩავასხათ გამზადებული საფუარი, ნელ-ნელა მოვურიოთ და დავამატოთ 1ლ ( თბილი) წყალი. ცომი აუცილებლად უნდა მოიზილოს ხელით. ცომის კარგად დაგუნდავების შემდეგ დავამატოთ ნახევარი ჭიქა ზეთი და შევაზილოთ ცომს კარგად. გამზადებულ ცომს გადავაფაროთ ნაჭრის ტილო და დავდგათ ოთახის ტემპერატურაზე.


ლობიოს შიგთავსი.

ლობიო, ზეთი/ერბო, მარილი.

0, 5 გკ ლობიო გავრეცხოთ, და დავდგათ მოსაქარშად. წამოდუღებიდან პირველი წყალი გადავასხათ. ლობიო უნდა მოიხარშოს კარგად. მოხარშვის შემდეგ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. (სუნელების დამატება გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ, როგორიცაა: შავი პილპილი, მოთუშული ხახვი და ა.შ.). მარილი დავამატოთ გემოვნებით, გაითვალისწინეთ, რომ ცომსაც ექნება მარილი და ძალიან ნუ გადაამლაშებთ. შემდგომ ლობიოს ფარში შევაზავოთ 1 ჭიქა ზეთით ან 4 სკ ერბო.

200გ ცომში უნდა მოვათავსოთ 170 გრ ლობიოს შიგთავსი.

უნდა გამოცხვეს 250-280 გრადუს ტემპერატურაზე.





0
534
შეფასება არ არის
ავტორი:თათანიკა
თათანიკა
534
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0