x
image
ვიზა კოხაძე
ცელულიტის წინააღმდეგ ბრძოლა უაზრობაა თუ შედეგიანი?
imageმოდით თავიდანვე განვსაზღვროთ, რომ ცელულიტი არ არის პრობლემა - ეს არ არის ნაკლი.ცელულიტი არის ნორმალური შედეგი იმისა, თუ როგორ წარმოიქმნება ქალის სხეულზე ცხიმი, რომელიც ქალთა 80 - 90 % აქვს მიუხედავად ასაკისა .
პატარა გაკვეთილი ანატომიაში: მედიცინა ცელულიტზე საწყისი თვალსაზრისით იმით ხსნის, რომ ორგანიზმში კოლაგენის არსებობის გამო არათანაბარი დაძაბულობის კანი წარმოიქმნება, რომელიც აუცილებელიცაა სხეულის სიცოცხლისუნარიანობისათვის.ცელულიტის გამომწვევი მიზეზებია ცხოველური პროდუქტები, შაქარი, ტოქსინები, ცუდი კვების რეჟიმი, უარყოფითი ენერგია, სიზარმაცე ან ნებისმიერი სხვა .
2008 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დოქტორმა მოლი ვენერმა ჩაატარა ცელულიტის მკურნალობის სიღრმისეული მიმოხილვა და ეფექტურობის მტკიცებულება. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ მსოფლიო ხომ სავსეა საოცარი აღმოჩენებით.ცელულიტის მკურნალობის საუკეთესო და ყველაზე ძვირადღირებული მეთოდიც მცირე გაუმჯობესებას იძლევა და ისიც ხანმოკლედ ანუ დროებითია. ჩნდება კითხვა; რატომაა ასეთი ძვირი ცელულიტის გაქრობის პროცედურა, რომლის შედეგი გარანტირებული არ არის?imageფაქტია, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ჩვენი კულტურა გვაიძულებს გვრცხვენოდეს ამ ფენომენის. ვხარჯავთ უამრავ ფინანსურ რესურსებს და ჩვენს ემოციებს. არის თუ არა საუკეთესო ასეთი ძალისხმევა?
ცელულიტის გარშემო არა ერთი პოპულარული მითი არსებობს. მითი პირველი: ის რომ, თუ წონას დავკარგავთ, ცელულიტიც ალაგდება, არა და ასე არაა.ექსპერტების უმეტესობა თანხმდება იმაზე, თუ მოვუკლებთ ცხიმს და ტრენინგების საშუალებით კანის ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილების გაძლიერებას და ელასტიურობას შევძლებთ, ცელულიტსაც მოვიშორებთ, თუმცა შიმშილი აქ არაფერ შუაშია.
მეორე მითი კრემების და ლოსიონების შესახებ - უამრავი კოსმეტიკური კომპანიები ანტიცელულიტური ლოსიონების შესახებ მილიონობით ფინანსებს ხარჯავენ რეკლამებში, მაგრამ ტყუილია ეს.
მითი მესამე ბუნებრივ რუჯთან დაკავშირებით ისეთივე არარეალურია, როგორც სხვა დანარჩენი მითები.imageმეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მზის ჩასუნთქვა ანუ გარუჯვა და ულტრაიისფერი სხივები აძლიერებს ცელულიტს, ასევე აზიანებს კანს, იწვევს კოლაგენის და ელასტინის ქსელის განადგურებას, რაც აძლიერებს ცელულიტებს სხეულზე.ასე, რომ ნუ დაკარგავთ ელეგანტურობას და თქვენს ძვირფას დროს ამ უაზრო ცელულიტის მოშორების მოლოდინში.

0
44
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0