ქალი ცელულიტის წინააღმდეგ ბრძოლა უაზრობაა თუ შედეგიანი? 2017, 16 დეკემბერი, 20:51 ![]() პატარა გაკვეთილი ანატომიაში: მედიცინა ცელულიტზე საწყისი თვალსაზრისით იმით ხსნის, რომ ორგანიზმში კოლაგენის არსებობის გამო არათანაბარი დაძაბულობის კანი წარმოიქმნება, რომელიც აუცილებელიცაა სხეულის სიცოცხლისუნარიანობისათვის.ცელულიტის გამომწვევი მიზეზებია ცხოველური პროდუქტები, შაქარი, ტოქსინები, ცუდი კვების რეჟიმი, უარყოფითი ენერგია, სიზარმაცე ან ნებისმიერი სხვა .
2008 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დოქტორმა მოლი ვენერმა ჩაატარა ცელულიტის მკურნალობის სიღრმისეული მიმოხილვა და ეფექტურობის მტკიცებულება. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ მსოფლიო ხომ სავსეა საოცარი აღმოჩენებით.ცელულიტის მკურნალობის საუკეთესო და ყველაზე ძვირადღირებული მეთოდიც მცირე გაუმჯობესებას იძლევა და ისიც ხანმოკლედ ანუ დროებითია. ჩნდება კითხვა; რატომაა ასეთი ძვირი ცელულიტის გაქრობის პროცედურა, რომლის შედეგი გარანტირებული არ არის?
![]() ცელულიტის გარშემო არა ერთი პოპულარული მითი არსებობს. მითი პირველი: ის რომ, თუ წონას დავკარგავთ, ცელულიტიც ალაგდება, არა და ასე არაა.ექსპერტების უმეტესობა თანხმდება იმაზე, თუ მოვუკლებთ ცხიმს და ტრენინგების საშუალებით კანის ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილების გაძლიერებას და ელასტიურობას შევძლებთ, ცელულიტსაც მოვიშორებთ, თუმცა შიმშილი აქ არაფერ შუაშია.
მეორე მითი კრემების და ლოსიონების შესახებ - უამრავი კოსმეტიკური კომპანიები ანტიცელულიტური ლოსიონების შესახებ მილიონობით ფინანსებს ხარჯავენ რეკლამებში, მაგრამ ტყუილია ეს.
მითი მესამე ბუნებრივ რუჯთან დაკავშირებით ისეთივე არარეალურია, როგორც სხვა დანარჩენი მითები.
![]() 44 3-ს მოსწონს
|