სასმელები რჩევა: რა არის საჭირო, ღვინის სუფრასთან მიტანის წინ, რომ მან თავი სრულად წარმოაჩინოს? 2017, 21 დეკემბერი, 9:33
სარდაფიდან ღვინო ფრთხილად უნდა ამოიტანოთ და ასევე ფრთხილად უნდა გადაასხათ გრაფინში. მაგრამ, ბოლომდე არა, ბოთლში ცოტა უნდა დატოვოთ, რომ ღვინის ნალექი არ გადააყოლოთ. აქვე უნდა აღინიშნის, რომ ღვინოს გრაფინში გადასხმისა, სუნთქვის საშუალება ეძლევა და ეს უფრო არომატულს ხდის სასმელს. გარდა ამისა, ღვინოში არსებული ტანინის შერბილებაც ხდება, რაც მას უფრო გემრიელს ხდის. დარგის სპეციალისტები, ღვინის გრაფინში გადატანის პროცესს დეკანტირებას ეძახიან და განასხვავებენ ორი სახის დეკანტერს: 5 წლამდე ასაკის ღვინოებისთვის, დეკანტერი განიერი ძირით და ვიწრო ყელით უნდა იყოს, ხოლო უფრო ძველი ღვინოებისთვის — ვიწრო ყელით და სფეროსებური ქვედა ნაწილით.
სინამდვილეში, თეთრი ღვინო მართლაც უფრო კარგად წარმოაჩენს თავის თვისებებს ცივი სახით, მაგრამ მისი არომატი სრულად რომ გაიხსნას, ტემპერატურა 7-8 °C უნდა იყოს ანუ მისი გაციება მაცივარში, საყინულიდან ყველაზე შორს მდებარე თაროზე უნდა მოხდეს. რაც შეეხება წითელ ღვინოს, რომელიც ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, აქ 15—16 °С ტემპერატურა იგულისხმება და არა 20-25 °С გრადუსი. ბუკეტი* – ზოგიერთი პროდუქტის (მაგ., ჩაის, ღვინის, თამბაქოს) სხვადასხვა ხარისხისათვის დამახასიათებელი გემოსა და სურნელების ერთობლიობა (უცხო სიტყვათა ლექსიკონი). P. S. სამწუხაროდ, დღეს, კარგი ღვინის სინონიმად – ძვირიანი ღვინო ითვლება. მაგრამ, მიუხედავად ამ ფართოდ გავრცელებული მოსაზრებისა, კარგი ღვინის შეძენა მისაღები ფასებშიც შეიძლება. ღვინის ფასზე, ძირითადად, ზეგავლენას ისეთი კრიტერიუმები ახდენს, როგორიცაა: ყურძნის ჯიში; წარმოების მეთოდი; აქვს, თუ არა ღვინის მწარმოებელ კომპანიას საკუთარი ვენახები; მონაწილეობა მიღებული გამოფენებში და პრიზები. ასე, რომ, ერთ რეგიონში მდებარე ღვინის მწარმოებელი კომპანიების ღვინოები, რომლებიც ერთი ვენახიდან მიღებული ყურძნით ქმნიან პროდუქციას, შეიძლება ფასით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. 154 7-ს მოსწონს
|