x
image
კატაპულტი
როდის და როგორ ზეიმობენ ახალ წელს სხვა ქვეყნებში?
image

ასობით მილიონი ადამიანი ახალ წელს სულაც არ აღნიშნავს 31 დეკემბრის ღამეს და მათ განსხვავებული ტრადიციებიც გააჩნიათ.მათთვის 31 დეკემბერი ერთი ჩვეულებრივი კალენდარული დღეა.

ქვემოთ წარმოგიდგენთ როდის და როგორ ზეიმობენ ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნებში:

ჩინეთში 1, 3 მილიარდი ქვეყნის მოქალაქე ახალ წელს 19 თებერვალს ზეიმობს სხვადასხვა თამაშებითა და ფეიერვერკით.ამავე დღეს ზეიმობენ ახალი წლის შემობრძანებას ის სინგაპურელები, რომელთაც ჩინური წარმოშობა აქვთ და ტიბეტელები, რომლებიც ქუჩაში სიმღერითა და ცეკვით აღნიშნავენ დღესასწაულს.19 თებერვალი გამონაკლისი არც 90 მილიონიანი ვიეტნამისთვისაა გამონაკლისი.ეს ქვეყანაც ამ დღეს აღნიშნავს ახალ წელს.

ინდოეთში საახალწლო დღესასწაული 1 აპრილს იმართება.ბენგალელები ზეიმს კულტურული წარმოდგენებით ხვდებიან, სიქხები– ცეკვა-სიმღერითა და წმინდა წიგნის ხმამაღლა კითხვით.სამხრეთ ინდოეთის სხვა ჯგუფს მიკუთვნებული მოქალაქეები კი ახალ წელს რიტუალებითა და სპეციალური ტკბიელეულით ეგებებიან.


140 მილიონი ბუდისტი კამბოჯაში, ლაოსში, მიანმასა და ტაილანდში ახალ წელს აპრილის შუა რიცხვებში აღნიშნავს.ჩვენი კალენდარით 2018 წლის აპრილში ისინი 2561 წლის დადგომას იზეიმებენ, რადგან მათი წელთაღრიცხვა ბუდას სიკვდილიდან იწყებს ათვლას.ახალი წლის დღესასწაულს ისინი სალოცავში მსხვერპლის შეწირვით აღნიშნავენ, შემდეგ კი ერთმანეთს წყალს ასხამენ იმ რწმენით, რომ ბოროტი ჩამოიბანოს მათგან.

იმავე დროს აღნიშნავენ ახალ წელს ნეპალში, ირანსა და ავღანეთში, იმ განსხავევბით, რომ ნეპალში 2018 წელს (ჩვენი კალენდრით) 2075 წელი დადგება, ირანსა და ავღანეთში კი – 1397 წელი.

6 მილიონი იუდეველი ისრაელში და კიდევ 8 მილიონი დანარჩენ მსოფლიოში ახალ წელს შემოდგომაზე აღნიშნავს.მათთან ახლა უკვე 5779 წელია, რადგან ათვლა ბიბლიის შექმნის თარიღიდან აქვთ დაწყებული.დღესასწაულზე ისინი თაფლიან ვაშლს მიირთმევენ და კეთილ სურვილებს ჩაუთქვამენ ხოლმე ახალი წლისათვის.

0
187
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0