x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139049
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512602
ინგლისში 70 წლის პენსიონერი სპონტანურად თვითაალდა და დაიღუპა,გამოძიება მხოლოდ მხრებს იჩეჩავს

image
გამოძიება მხოლოდ მხრებს იჩეჩავს და ვერ გაურკვევიათ მიზეზი, თუ რატომ აალდა მოულოდნელად 70 წლის პენსიონერი ათეულობით მოწმის თვალწინ, როდესაც ლონდონის ერთ-ერთ წყნარ ქუჩაზე მისეირნობდა.

როგორც ქვეითად მოსიარულე მოწმეები ჰყვებიან, ჯონ ნოლანი(John Nolan )ორჩარდ პლაცზე მისეირნობდა ("ტოტენჰემ ჰოტსპურის" საფეხბურთო მოედნის სიახლოვეს) ასე დაახლოებით დღის პირველ საათზე, როდესაც მოულოდნელად ცეცხლი წაეკიდა, გამვლელების ნაწილი ცდილობდა აალებული მამაკაცზე ცეცხლის ჩაქრობას, ხოლო მეორე ნაწილმა საგანგებო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახა.

image

როგორც გაირკვა ჯონ ნოლანი უცოლო იყო, პროფესიით ყოფილი მშენებელი და ცხოვრობდა მეიოს საგრაფოში(ირლანდია), პენსიონერი ბრუნფილდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, მამაკაცი მეორე დღეს გარდაიცვალა.მას სხეულის 66%-ის მესამე ხარისხის დამწვრობა ჰქონდა მიღებული.

image

ლონდონის სახანძრო სამსახურის სპეციალისტებმა ვერავითარი კერა ვერ აღმოაჩინეს ვერც ტრაგედიის ადგილზე და ვერც გარდაცვლილის სხეულზე.

როგორც გამომძიებელმა დემი ეიტ-ამერმა(Damien Ait-Amer) აღნიშნა, "ჩვენ გავესაუბრეთ თვითმხილველებს, რომლებიც მისტერ ნოლენის თვითაალებას შეესწრნენ, თუმცა დღემდე ვერ დავადგინეთ რამ გამოიწვია ხანძარი."

როგორც ცნობილია ისტორიამ შემოინახა თვითაალების შემთხვევები, რომლის მიზეზსაც მეცნიერება დღემდე საფუძვლიანად ვერ ხსნის.

0
268
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0