x
image
ღიმილიანი
თუკი ამ სამ რამეს აქამდე აკეთებდით, არ უნდა შეწყვიტოთ – აი, რას გვირჩევენ ფსიქოლოგები
ხშირად, დროის უქონლობის გამო საყვარელ საქმიანობას ვივიწყებთ, ყოველდღიურობა კი დაძაბულობითა და სტრესითაა სავსე.

წარმოგიდგენთ სამ მოქმედებას, რომელიც არასდროს არ უნდა შეწყვიტოთ.

ფსიქოლოგები გვირჩევენ:




1. იცეკვეთ - თუკი ოდესმე ცეკვავდით, გეცოდინებათ ის ემოცია, რაც ცეკვის პროცესს ახლავს თან. ცეკვა საუკეთესო განტვირთვის საშუალებაა, არ აქვს მნიშვნელობა როგორც ცეკვავთ, მთავარია, არასოდეს შეწყვიტოთ, მიდით სოციალურ ცეკვებზე ანდა მოაწყვეთ ცეკვის საღამოები, იარეთ დისკოთეკებზე, ფსიქოლოგების აზრით, თვეში მინიმუმ სამჯერ მაინც საჭიროა იცეკვოთ და თქვენი სხეული ცეკვის საშუალებით გაათავისუფლოთ.




image



2. წერეთ - თუკი ოდესმე აკეთებდით ჩანაწერებს, აუცილებლად განაახლეთ მათი წერა.


წერა გეხმარებათ ფურცელზე გადაიტანოთ დადებითი და უარყოფითი ემოციები, თანაც, ყოველდღიურად ჩვენ თავს უამრავი რამ ხდება, შეიძლება დროთაგანმავლობაში ისეთი რამეები დაგვავიწყდეს, რაც ღირს რომ სამუდამოდ გვახსოვდეს, ამიტომ წერეთ დღიურები, აკეთეთ ჩანახატები, თუ ლექსებსა და მოთხრობებს წერთ, მითუკეთესი. ეს საუკეთესო საშუალებაა საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა და სასიამოვნო მოგონებების შესანახად.



image



3. და ბოლოს - დახატეთ რაც შეიძლება ხშირად, ფსიქოლოგები ყველაზე მეტად ხატვისკენ მოგვიწოდებენ, ფერთა სიმფონია ხსნის სტრესს და ადამიანი სულ სხვა სამყაროში გადაჰყავს.



image



0
503
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
503
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0