სხვა სიურპრიზებით სავსე შეთავაზება, რომლებიც პატარებისთვისაც და მშობლებისთვისაც სასურველია 2017, 15 დეკემბერი, 13:10
![]() კარგი საჩუქარი სათამაშოების დიდი ნაწილი, რომელიც დღეს იყიდება, დაბალი ხარისხისაა და რიგ შემთხვევაში შეიძლება, თქვენს პატარას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც შეუქმნას. სათამაშოს ხარისხი განსაკუთრებულად დაბალია ხოლმე სიურპრიზიანი შეფუთვების დროს. მწარმოებლები სარგებლობენ იმ მომენტით, რომ მომხმარებელი რეალურად ვერ ხედავს, თუ რას ყიდულობს. KFC-იმ კი, რომელიც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა და მომხმარებლებზე ზრუნვით გამოირჩევა, აღნიშნული პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, საბავშვო Surprise Box-ში, სათამაშოს ნაცვლად, ქართული გამომცემლობის მიერ გამოცემული საბავშვო საშობაო წიგნები მოათავსა. ![]() ხელმისაწვდომი ფასი სიურპრიზებით სავსე გემრიელი ყუთის Surprise Box-ის ფასი სულ რაღაც 6 ლარი და 20 თეთრია. ამ ფასად ბავშვების გახარებას ნებისმიერი ოჯახი შეძლებს. აღსანიშნავია, რომ 6 ლარად და 20 თეთრად საშობაო წიგნთან ერთად, 3 სახეობის საბავშვო მენიუდან ერთ-ერთის არჩევა შეგიძლიათ:
![]() სასარგებლო საკვები სწრაფი კვების ობიექტების ქსელებს შორის KFC-ის შეთავაზებები მართლაც გამორჩეულია. შეგიძლიათ მშვიდად უყუროთ, როგორ მიირთმევს თქვენი შვილი ქათმის ბარკლებსა და ფრთებს, რადგან ეს ნამდვილად ქათმის ხორცია, სტანდარტების დაცვით შენახული და მომზადებული. სხვა შემთვხვევაში კი, როცა სწრაფი კვების ობიექტები დამუშავებული ხორცით მომზადებულ საკვებს გვთავაზობს, გარანტია არ გვაქვს, რომ ეს ნამდვილად მაღალი ხარისხის ხორცია. KFC-ის Surprise Box 15 დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი, ლიმიტირებული რაოდენობით, თბილისში მდებარე ოთხივე რესტორანში.
54 5-ს მოსწონს
|