ასტროლოგია ნასამ დაამტკიცა, რომ ჩვენ სამყაროში მარტონი არ ვართ 2017, 15 დეკემბერი, 11:55
კითხვა, ვარსებობთ თუ არა სამყაროში მხოლოდ ჩვენ, კაცობრიობას გაჩენის დღიდან აწუხებს.მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კვლევა ჩატარდა, არ არსებობს ზუსტი პასუხი, რომ სამყაროში მარტონი ვართ, ან პირიქით, სხვა სიცოცხლეც არსებობს.
2017 წლის 14 დეკემბერს კი ნასა–მ გააჟღერა ინფორმაცია, რომ მათ აღმოაჩინეს მეორე მზის სისტემა, რომელშიც 8 პლანეტაა გაერთიანებული.
ნასა-ს მიერ კოსმოსში გაშვებული ტელესკოპი, სახელად კეპლერი, 2009 წლიდან მოყოლებული იკვლევდა ჩვენი მზის სისტემის გარეთა სივრცეს, მათ შორის პლანეტებს, რომლებიც დედამიწას ჰგავდნენ.კვლევის მიზანი იყო, დადგენილიყო, არსებობდა თუ არა სიცოცხლე სხვა პლანეტებზე.შედეგად აღმოჩენილ იქნა მეორე მზის სისტემა, რომელიც იმავე სიდიდისაა, როგორც ჩვენი.ნასა-მ მას “კეპლერ 90" უწოდა.ის დედამიწიდან 2 500 სინათლის წელიწადითაა დაშორებული.მეცნიერების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო იმან, რომ კეპლერ 90 დედამიწის მსგავსია და მასზე დასტურდება სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობა.
ბოლო წლების განმავლობაში ნასა-მ არაერთი პლანეტა აღმოაჩინა, სადაც სიცოცხლის არსებობის გამორიცხვა არ შეიძლება. ნასა-ს მიერ კოსმოსიდან მიღებული ინფორმაცია ბოლომდე არ საჯაროვდება.შესაბამისად, უცნობია აღმოაჩინა თუ არა კოსმოსურმა კვლევითმა სადგურმა სიცოცხლე სხვა პლანეტებზე, ანუ რეალურად არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები. ნასა-ს აღმოჩენამ შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს ადამიანთა წარმოდგენა სამყაროსა და კოსმოსზე. 546 5-ს მოსწონს
|