მუსიკა ჯგუფი ДДТ 2012, 20 ივნისი, 20:00 შემადგენლობა
იური შევჩუკი - ვოკალი, გიტარა, პოეზია. კონსტანტინე შუმაილოვი - კლავიშები, სემპლერი, პროგრამირება, ბას-ვოკალი. ივან ვასილიევი ("ძია ვანო") - საყვირი, ტრომბონი, პერკუსია, ბას-ვოკალი. ალექსეი ფედიჩევი - გიტარა, ბას-ვოკალი. არტემ მამაი - დასარტყამი ინსტრუმენტი. რომან ნაველიევი - ბას გიტარა. ანტონ ვიშნიაკოვი - ტრომბონი. 1979 წელს უფა-ში იური შევჩუკმა ჩამოყალიბა ჯგუფი ДДТ. 1980 წელს ჯგუფმა ჩაწერა 7 სიმღერა, ეს სიმღერები მალევე გახდა პოპულარული. 1982 წლის ზაფხულში ჩაიწერა პირველი ალბომი სახელწოდებით "Свинья на радуге"(ღორი ცისარტყელაზე). 1983 წელს ჩაიწერა მომდევნო ალბომი "Компромисс"(კომპრომისი). ამავე წელს ДДТ წარმატებით გამოვიდა მოსკოვში გამართულ ფესტივალზე "Рок за мир"(როკი მშვიდობისათვის) ... მაგრამ ტელე გადაცემებიდან ამოჭრეს ყველა კადრი შევჩუკის ხმით (რომელიც ვისოცკის ხმას მიამსგავსეს). . . 1984 წელს გამოვიდა მესამე ალბომი სახელწოდებით "Периферия"(პერიფერია). ამ ალბომში შესულმა სიმღერებმა გამოიწვია ადგილობრივი ადმინისტრაციისა და KGB ს გაღიზიანება, რასაც მოჰყვა ზეწოლა ჯგუფის წევრებზე. ადგილობრივმა გაზეთმა კი შევჩუკი "ვატიკანის აგენტად" მონათლა. ამის შედეგად ჯგუფმა დროებით შეწყვიტა არსებობა. . .თვითონ შევჩუკი კი გამოდიოდა სხვადასხვა ქალაქებში მეგობრულ საღამოებზე. ამ საღამოების რამდენიმე ჩანაწერი გავრცელდა და საკმაოდ პოპულარულიც გახდა . . . 1985 წელს ჯგუფი ხელახლა შეიკრიბა და ჩაწერა ახალი ალბომი "время" (დრო). ჯგუფი წარმატებიჭ გამოდიოდა სხვადასხვა ფესტივალებზე. 1989 წელს გამოვიდა პოპულარული სიმღერების ალბომი "я играл ету роль" (მე ვითამაშე ეს როლი). ამავე წელს ДДТ გამოვიდა იაპონიის ისრაელის და ბრიტანეთის სცენებზე. 1991 წელს ჩაიწერა ახალი ალბომი "Оттепель" (დათბობა). 1992 წლის გაზაფხულზე ჯგუფმა გამოუშვა ალბომი „მსახიობი გაზაფხული“ (აკტრისა ვესნა). ამ ალბომში შედიოდა ისეთი ჰიტები როგორებიცაა: რა არის შემოდგომა(Что такое осень); წვიმა (Дождь); ბოლო შემოდგომაზე (В последнюю осень). 1993 წლის გაზაფხულზე ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო ფესტივალზე „პეტერბურგის თეთრი ღამეები“ (Белые Ночи Санкт-Петербурга). ამავე წლის შემოდგომაზე ჯგუფმა მიიღო პრესტიჯული მუსიკალური ჯილდო „ოვაცია“, შევჩუკი, კი გახდა წლის საუკეთესო როკ შემსრულებელი. 1994 წელს გამოვიდა ალბომი ეს ყველაფერი (Это всё). 1995-96 წლებში ჯგუფი მუშაობდა ა.შ.შ-ში სადაც ჩაიწერა ალბომი „სიყვარული“ (Любовь). 1996 წლის 26 ივლისში სტადიონ პეტროვსკიზე თეატრმა ДДТ-მ გამართა თავისი პირველი ფესტივალი, სადაც მონაწილეობდნენ ისეთი როკ ვარსკვლავები როგორებიცაა: ალისა (Алиса), აუქციონი(АукцЫон), ორკესტრი აუ (Аркестр Ау), უცნაური თამაშები (Странные Игры), ვა-ბანკი (Ва-банкЪ), ფრონტი (Фронт) და სხვები. ფესტივალის დევიზი იყო ავავსოთ ცა სიკეთით. 1997 წელს გამოვიდა ალბომი სსრკ-ში დაბადებული (Рождённый в СССР). ჯგუფი დღემდე აგრძელებს მოღვაწეობას და ახარებს თავის მსმენელს. 60 4-ს მოსწონს
|