ფეხბურთი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი - ჩემპიონატი იტალიის და ჰოლანდიის გარეშე 2017, 13 დეკემბერი, 4:53 1982 წელს ესპანეთში ჩატარებულ, მსოფლიოს მეთორმეტე ჩემპიონატზე პირველად მიიღო მონაწილეობა 24 ნაკრებმა.
აქედან 14 საგზური ევროპას ჰქონდა, რომლისთვისაც 33 ნაკრები იბრძოდა.საერთოდ ამ ჩემპიონატზე ოთხივე საპრიზო ადგილი ევროპულმა ნაკრებებმა დაიკავეს, მეტიც მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასული 12 ნაკრებიდან 10 ევროპიდან იყო.საერთოდ ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ იმ დროის, საკმაოდ ძლიერი ჰოლანდია, დანია, პორტუგალია და შვედეთი. 2014 წელს ბრაზილიაში ჩატარებულ მსოფლიოს მეოცე ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო 32 ნაკრებმა აქედან 13 საგზური ჰქონდა ევროპას, რომლისთვისაც 53 ნაკრები იბრძოდა. ბრაზილიაში პირველ ეტაპზე 8 ჯგუფიდან შვიდში ბოლო ადგილზე არაევროპული ნაკრებები გავიდნენ. მსგავსი სიტუაცია იყო მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევის წინ და ლოგიკური იყო, რომ იტალიისა და ჰოლანდიის კალიბრის ნაკრების გარეშე ჩაევლო. რადგან ევროპისთვის საგზურების მოკლების ხარჯზე გაზრდილი 32 საგზური სპორტული თვალსაზრისითაა არათანაბრად გადანაწილებული. პარადოქსი კიდევ იმააში მდგომარეობს, რომ იმდროს როდესაც რვა საგზურით გაიზარდა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობა, რეალურად მხოლოდ ევროპაში მოხდა გაზრდა ეროვნული ფედერაციების რაოდენობის და ის თითქმის გაორმაგდა. მხოლოდ ევროპას დააკლეს საგზურები. უეფა კი, რომელიც რეალურად უნდა იცავდეს თავის სამართლიან უფლებებს, კორუფციაშია ჩაფლული. 16 1-ს მოსწონს
|