x
მეტი
  • 17.06.2024
  • სტატია:135391
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509667
არა დანაშაულს, არა ქუჩის აკადემიას, ჩვენ გვსურს განვითარება - 28 იანვარს სტუდენტების მიერ საპროტესტო აქცია იგეგმება
image


'ბრძოლა დღეიდან იწყება, არა დანაშაულს, არა ქუჩის აკადემიას" აქციის მთავარი ინიციატორი და ორგანიზატორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ნიკა გაგუაა, მას ამავე აქციის ორგანიზებაში ეხმარებიან მეგობრები.

ნიკა გაგუა განცხადებით - აქციის ჩატარების იდეა გაჩნდა იმიტომ, რომ ქუჩის მენტალიტეტი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სახელმწიფოს, საზოგადოებას და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ხელყოფს და ცვლის ჯანსაღ ღირებულებებს და საზოგადოების დადებით დამოკიდებულას თქვენს მიმართ. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ საზოგადოების წევრობისა და დაკარგული ნდობის აღსადგენად. გახსოვდეთ, რომ სახელმწიფო და საზოგადოება თქვენს გვერდით არის: ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის შემთხვევებში აუცილებელია სამართალდამცავ სტრუქტურებთან დროული თანამშრომლობა. ასევე საორგანიზაციო ჯგუფი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქუჩის მენტალიტეტი ბოლომდე აღმოიფხვრას და ამ ტემპს საზოგადოებასთან ერთად მნიშვნელოვნად დავაჩქარებთ.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც აქცია ჩატარდება 28 იანვარს აპირებს ჩამოაყალიბოს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უფრო აქტიურად ჩაერთვება ამ პრობლემების აღმოფხვრაში საზოგადოებასთან ერთად.

ნიკა მოუწოდებს, რომ 28 იანვარს 18:00 საათზე ყველა გამოვიდეს მთავრობის კანცელარიასთან.

აქციის რედაქციაში აღნიშნულია მათი სამომავლო გეგმებიც


" ჩვენი სამომავლო მიზნებია

1. შეურიგებელი ბრძოლას გამოვუცხადოთ ქუჩის მენტალიტეტს და მის აღმოსაფხვრელად შევიმუშავოთ არაერთი პროექტი, განვახორციელებთ მოზარდების სამართლებრივი შეგნების განვითარებას და დავამსხვრევთ „ქუჩურ“ სტერეოტიპებს, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს საზოგადოებაში და განსაკუთრებით მოზარდებში.

2. მოზარდმა დროთა განმავლობაში გაანალიზოს, რომ მისი ცხოვრებისეული სტილი მნიშვნელოვნად ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. მას გათვითცნობიერებული ექნება დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შემდგომი ფაქტორები, თუ რატომ არის საჭირო პოლიციასთან თანამშრომლობა და მისი გამოძახება დანაშაულის ან სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ასევე თუ როგორ დაიცვას თავი მშვიდობიანი, დიპლომატიური და არა ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით და რაც მთავარია ჩვენს უპირველეს მიზანს წარმოადგენს ის, რომ მოზარდმა დახმარების შემთხვევაში უპრობლემოდ შეძლოს შესაბამისი ეკიპაჟის გამოძახება.

3. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტროსა და საზოგადოებას შორის ჩამოყალიბდეს მჭიდრო თანამშრომლობა იმისთვის, რომ მომავალი თაობა ჩამოყალიბდეს სრულფასოვან, კანონმორჩილ და ღირსეულ საზოგადოების წევრად.

4. განვახორციელოთ განათლების სისტემის სრულმაშტაბინი რეფორმა"

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:არა დანაშაულს
არა დანაშაულს
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0