x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რას წერდა დავით კლდიაშვილი კარგად მოვლილ ვენახზე და ხარისხიან ღვინოზე - ნაწყვეტი მოთხრობიდან "ქამუშაძის გაჭირვება"

image

მთელს საქართველოში და მათ შორის, იმერეთშიც თუ როგორი მნიშვნელობა ქონდა კარგად მოვლილ ვენახებს და ხარისხიან ღვინოს, - ამას დიდი ქართველი მწერლის, დავით კლდიაშვილის ტესტებში არა ერთხელ შევხვედრივართ. მწერალს მოთხრობა "ქამუშაძის გაჭირვებაში" განსაკუთრებით კარგად აქვს აღწერილი, თუ როგორ აცნობს ახალ რძალს დედამთილი ოჯახის ქონებას და როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ღვინის სიუხვესა და კარგ ვენახს. ღვინის მოყვარული ადამიანები ამ სიტყვებს ემოციის გარეშე ალბათ ვერ წაიკითხავენ:

image

"აქანაი, შვილო, ჭურები გვაქვს, – ანიშნა მან ხის ქვეშ ყავრებით გადაფარებულ შეყრილ მიწაზე. ამ ყავრებს უნდა დაეფარა, რომ წვიმის დროს წყალი არ ჩასულიყო ჭურებში… – იცოცხლე, შვილო, ამ ჭურებში შარშან ღვინოები ჩაისხა!.. საპალნე რატომ ოცი მანეთიც არ ღირდა, ისეთი რამ მშვენიერი იყო… აძლიეს კიდევაც თექვსმეტი მანეთი, მეტსაც მისცემდნენ, მარა არ შეელია… ძნელი შესალევია, შვილო… კაი ღვინო ოჯახის დამამშვენებელია… წრეულსაც, იმედია, ღმერთი უფრო უკეთესს მოგვცემს… ღვთის მადლით, ვენახი კარგი გვაქვს, თუ არა შენი ლამაზი თვალებით ნახავ ეხლავე… ისეთი მტევნები ასხია, თითოსაგან რატომ ბოთლი ღვინო არ გამოიწურება…

image

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეკვირინემ მაინც არ ჩაახედვინა რძალს სასიმინდეში, ქვეით ჩაატარა და ვენახში გადაიყვანა. იხილეთ მეტი

0
140
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0