პირველი ცნობილი ადამიანი რომელიც ანაფილაქსიური შოკით დაიღუპა, გახლდათ ფარაონი მენესი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2540წელს კრაზანას ნაკბენისაგან გარდაიცვალა.ალერგიული რეაქ
ციის გამოვლინება მწერის ნაკბენზე დღითი დღე მატულობს, თუმცა სხვა ტიპის ალერგიული რექციებს შორის ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს .ალერგია დაავადებათა შორის გავრცელების მიხედვით მესამე ადგილს იკავებს .მართალია მწერის ნაკბენზე ალერგია დაბალ პროცენტშია, მაგრამ დაუყონებლივი ტიპის ალერგიული რეაქციის გამო ყველაზე საშიშ გართულებად ანაფილაქსიურ შოკად შეიძლება გამოვლინდეს, რომლის დროსაც შესაძლოა ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი შეშუპდეს, ხმა დაიკარგოს, ყელში სხეულის შეგრძნება გაჩნდეს, გულის შეკუმშვათა რიცხვი გაიზარდოს ასეთ დროს აუცილებელია სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება თუმცა ევროპის ბევრ ქვეყნებში ოჯახებში ინახება ადრენალინის ჰიდროქლორიდი, რომელიც პირველი რიგის პრეპარატად ითვლება მწვავე ურტიკარიის და ანაფილაქსიური შოკის დროს .ადრენალინი კეთდება კანქვეშ ან კანში მოზრდილებისათვის 0.5 მლ.ბავშვებისათვის 0.1 მლ . მწერის კბენის შემდეგ ორი ტიპის რეაქცია ვლინდება დაუყოვნებელი(რაც ანაფილაქსიით ვლინდება) და დაყოვნებული რომელიც გარკვეული დროის გავლის შემდეგ გამოვლინდება ადგილობრივად ნაკბენის ადგილას კანის წვით შეშუპებით და ტემპერატურის მომატებითაც კი.ასეთი ტიპის რეაქციები მწერით ნაკბენის შემთხვევათა 60 პროცენტი ბავშვებში გხვდება, სიცოცხლისათვის საშიშია 24 პროცენტი დაუყოვნებელი ტიპის ალერგიის, ხოლო გონების დაკარგვა 15 პროცენტში იხატება ზომიერი ინტენსივობის რეაქციები 44პროცენტშია .