x
image
კატაპულტი
ტრაგედია გორის რაიონის სოფელ სკრაში – ,,ფაქტიურად ორი ოჯახი დაიღუპა"

image
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან იმ დროისათვის სახლში არავინ იმყოფებოდა.ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. შემთხვევა 8 დეკემბრის საღამოს მოხდა.ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა საცხოვრებელი სახლი.საბედნიეროდ, მსხვერპლი არაა, თუმცა ფაქტი ტრაგედია აღმოჩნდა ორი ოჯახისათვის, რადგან, როგორც ირკვევა სახლის მფლობელ ხუციშვილებს კარ-მიდამო მათი ოჯახის ერთ-ერთი წევრის(შვილის) ოპერაციის საჭირო თანხისათვის გაუყიდავთ რამდენიმე დღით ადრე.შემსყიდველ ოჯახს კი სახლის საფასური ბანკიდან სესხის სახით გამოუტანია.ამ უკანასკნელმა საცხოვრებლის გაფორმებაც კი ვერ მოასწრო.

image

ხანძარი მეორე სართულიდან დაიწყო და ქარიან ამინდში სწრაფად მოედო მთელს სახლს. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის გორის ორი და ქარელის ერთი ბრიგადა მივიდა, თუმცა ცეცხლის ჩქრობა დროულად მაინც ვერ მოხერხდა.ადგილობრივი მაცხოვრებლების განცხადებით, მეხანძრეები არ არიან სრულად აღჭურვილნი და გაუმართავი აქვთ მაქრობი ხელსაწყოები.შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი სახლის თითქმის ბოლომდე დაწვისა ესეც იყოს. “ფაქტიურად, ორი ოჯახი დაიღუპა"– აცხადებენ დაზარალებულთა მეზობლები.

ხანძრის გაჩენის მიზეზებს კრიმინალისტიკური სამსახური იკვლევს.გორის მერია კი დაზარალებულ ოჯახებს არა უმეტეს 1750 ლარით დაეხმარება.

0
1754
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
1754
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0