რელიგია ელოჰიმები, შედიმები, სეირიმები, რეფაიმები, გიბორიმები, მთვარის სამეფო და ფუღურო დედამიწა (აზაზელი და ანგელოზთა მეორე აჯანყება) 2017, 8 დეკემბერი, 23:22 თავდაპირველად ვიტყვი რომ ესაა მეტ–ნაკლებად დაუზუსტებელი ინფორმაცია, დაფუძნებული მითებზე, მეორეც მსურს ვთქვა, ბევრი დამეთანხმება რომ რელიგიაში არის უამრავი საიდუმლო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რელიგიათმცოდნეებმა უკვე კარგა ხანია დაადგინეს, რომ აბრაამული რელიგიები ეგვიპტური და მესოპოტამიური რელიგიების დამახინჯების და ტრანსფორმაციის შედეგად იშვნენ. ყველაზე პირველი იყო იუდაიზმი (საკუთრივ ებრაელთა ანუ იუდეველთა რელიგია), ეს არაა დაუზუსტებელი ინფორმაცია, მაგრამ ის რისი თქმაც მსურს ამის საფუძველზე ზუსტად არავინ იცის, მაგალითად ზუსტი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს იმაზე, წერია თუ არა სიმართლე ენოქის პირველ წიგნში რომელიც აპოკრიფად ითვლება და აგრეთვე რამდენად სწორია ის რასაც გვეუბნება სატანისტური "სემიაზასის წიგნი" და "სატანაილის ბიბლია". რაღა თქმა უნდა ენოქის წიგნი იჭერს ებრაული ელოჰიმი იაჰვეს პოზიციას, ხოლო სემიაზასის წიგნი და სატანაილის ბიბლია წარმოაჩენენ ლუციფერიანელთა და სატანისთა ანუ დემონთა თაყვანისმცემლების პოზიციას.
ბიბლიის პირველი წიგნის (დაბადების) მეექვსე თავში პირდაპირ არის საუბარი ღვთისშვილებზე, რომლებიც ჩამოვიდნენ დედამიწაზე და დაქორწინდნენ მიწიერ ქალიშვილებზე, შედეგად იშვნენ – "ნეფელიმები", "რეფაიმები" და "გიბორიმები" ანუ ჰიბრიდები. ეს რაღა თქმა უნდა დემიურგ იაჰვეს არ მოეწონა.
ამაზე არის საუბარი ენოქის წიგნშიც და სემიაზასის წიგნშიც. გნოსტიკოსთა წარმოდგენით ჩვენი მზის სისტემის 7 კოსმიური სხეული სატურნის ჩათვლით, პლიუს ჩვენი დედამიწა, ესაა – კენომა (სიბნელისა და არარაობის სამეფო), სადაც ბინადრობენ ცრუ ღმერთები, ბოროტი ანგელოზები იგივე არქონტები (არხეონები). არქონტებმა შექმნეს 7 პლანეტა + დედამიწა და სიცოცხლის სხვადასხვა ფორმები. არქონტებს არ აინტერესებთ სიყვარული და მშვიდობა, მათ მხოლოდ ძალაუფლება და მონების ყოლა სურთ. ასე ამტკიცებდნენ გნოსტიკოსები. ისინი ამბობდნენ, რომ ქრისტე არის პლერომადან (შორი კოსმოსიდან) მოსული კეთილი ეონი, რომელსაც სურდა ცოდნის ძალით ეხსნა რჩეულნი, რომლებშიც იყო (და არის) პლერომას სუნთქვა. ქრისტე არ იყო იუდეველთა ცრუღმერთის შვილი. იუდეველთა ელოჰიმი იაჰვე მთვარის ბოროტი ანგელოზია, რომელიც დანარჩენ 6 ანტი ეონთან ერთად თავს ღმერთად თვლის. იუდეველთა ელოჰიმები სასტიკი ანდროგინები არიან, რომელთა მიზანია არ დაუშვან რომ მათმა ქმნილებებმა მიიღონ ცოდნა პლერომადან.
ლუციფერის ამბოხი იყო პირველი. მან შეიცნო პლერომა, ამიტომაც აჯაყნდა. შემდეგ იყო მეორე ამბოხი, აზაზელის და სემიაზასის მეთაურობით. მათაც შეიცნეს პლერომა და სურდათ დემიურგების ანუ არქონტების მხილება და დამარცხება, მაგრამ ისინიც იაჰვემ მთვარიდან დედამიწაზე ჩამოაგდო, უფრო ზუსტად მიწისქვეშა სამეფოში – აგარტაში იქნენ გადასროლილნი. როდესაც მეამბოხე ანგელოზები მივიდნენ აგარტაში, მათ იქ მცხოვრებ ადამიანებს ასწავლეს მეცნიერება, ფილოსოფია და ხელოვნება, მათ შექმნეს ცივილიზაცია. აზაზელმა ადამიანებს ასწავლა მეტალურგია, იუველირთა საქმე და კოსმეტიკის შექმნა, ამაზარკიელმა – მაგია და ბოტანიკა, გადრიელმა – მახვილების დამზადება და საბრძოლო ხელოვნებები, აგრეთვე იქ იყვნენ ასტრადელი და ბარკაელი, ასარადეელი და ასტრაელი, რენემუე და აკიბეელი, კოკაბიელი, ბარაკიელი და სხვანი.
დემიურგებს ეს არ მოეწონათ და მოავლინეს წარღვნა, გახსნეს ფუღურო დედამიწის ჩრდილო და სამხრეთი კარიბჭეები და გარეგანი ოკეანოსფეროს წყალი ჩაუშვეს მიდგარდში (შინაგან სფეროში, მიწისქვეშ), მიწისქვეშა სამეფო დაიტბორა და ბევრი დაიღუპა, მაგრამ ზოგი მაინც გადარჩა და დღემდე იქ ცხოვრობს. გნოსტიკოსთა მტკიცებით არსებობს სამი ტიპის ხალხი: 1) პნევატიკოსები – პლერომას რომ დაიმკვიდრებენ 2) ფსიქიკოსები – კერასმოსში რომ დაბინავდებიან დემიურგებთან ერთად 3) ჰილიკოსები – რომლებიც დედამიწის შიგნით დემონებთან ერთად დარჩებიან. რაბინთა სწავლებით არსებობენ შემდეგი არსებები: 1) ელოჰიმები – ღმერთები 2) შედიმები და სეირიმები – დემონები 3) რეფაიმები, გიბორიმები და ნეფელიმები – დემონთა და ადამიანთა ჰიბრიდები 4) მალაჰიმები – მაცნეები (ელოჰიმთა მსახურები) 5) ოფანიმები – ციურ სხეულთა სულები ("ბორბლები"?) არის კიდევ მრავალი სხვა. თავდაპირველად იუდაიზმი პოლითეისტური იყო, მაგრამ შემდგომ გახდა მონოთეისტური, თუმცაღა ბევრი მორწმუნე და ათეისტი მკვლევარი ამას არ აღიარებს. ბიბლიაში მოხსენიებულნი არიან ნახევრად დემონები, რომლებიც ქანაანის და ედუმის მიწებზე ცხოვრობდნენ (ენაკიმები, ზამ ზუმიელნი, რეფაიმები) და რომლებიც ელოჰიმების ბრძანებით დახოცეს. ზოგიერთი უფოლოგის მტკიცებით ძველ ებრაულ, შუმერულ და ეგვიპტურ ფრესკებზე და გრაგნილებზე გამოსახულნი არიან უცხოპლანეტელთა საფრენი აპარატები. მათი მტკიცებით ბიბლიური და ეგვიპტური ზებუნებრივი სულები არიან სხვა არავინ თუ არა არამიწიერი ცივილიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პრიმიტიულმა ტომებმა გააღმერთეს ან დემონებად (ავ სულებად) შერაცხეს. მაგალითად ამას ამტკიცებენ ერიხ ფონ დანიკენი და ჯო ტეილორი. რაბინთა სწავლებაში ნახსენები ლილიტიც (ადამის ყოფილი ცოლი) არის შედიმი, რომელმაც უარყო ადამი და მისი შემოქმედი იაჰვე, რის გამოც დაწყევლილ იქნა (შემდგომში ის სამაელის ანუ სატანის ცოლი გახდა). 214 შეფასება არ არის
|