სხვა 10 ყველაზე ძვირად ღირებული და უნიკალური ქართული ღვინო 2017, 8 დეკემბერი, 17:03 საუკუნეების განმავლობაში ქართველებმა ღვინის უნიკალური სახეობები შექმნეს, თითოეული მათგანი თავისი გემოთი და არომატით განსხვავებული და განუმეორებელია.
უსახელოური - ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინოა. უსახელოურის ჯიშის ყურძენი ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშში ხარობს, ძალზე მცირე რაოდენობით მოიპოვება და მისგან უმაღლესი ხარისხის ღვინო მზადდება. ეს არის ძალიან არომატული, ნახევრადტკბილი წითელი ღვინო. უსახელოური დაახლოებით 80-90 ლარი ღირს. ბუნებრივია, მისი საექსპორტო ფასი უფრო ძვირია. ამ ღვინოზე დიდი მოთხოვნაა ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში. ადგილობრივ მევენახეთა შორის, უსახელოური ცნობილია ოყურეშულის სახელწოდებითაც.
მუსკატი - 50-დან 70 ლარამდე ღირს. ეს ღვინოც ძალიან მცირე რაოდენობით იწურება. მუსკატის ჯიშის ყურძენი ძირითადად კახეთში და ქართლის რეგიონში გვხვდება - მუხრანში, ასევე - გორში და მის მიმდებარე სოფლებში. ამ ყურძნისგან ქართველი მეღვინეები საუკეთესო ღვინოს ამზადებენ, რომელიც ძირითადად ჩინეთში და ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
ქისი - ქვევრის ღვინოა, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობით მზადდება და დაახლოებით 40-დან 50 ლარამდე ღირს. ამ ღვინოს კახეთის რეგიონში, ახმეტის ზონაში წურავენ. ღვინო ექვსი თვის განმავლობაში ქვევრში უნდა დადუღდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ასხამენ ბოთლებში. ქისი ძალიან მცირე რაოდენობით მზადდება და უნიკალურია. 246 შეფასება არ არის
|